2021 წლის ბიუჯეტის განახლებული პარამეტრებით, განათლების სამინისტროს ბიუჯეტი წინა წარდგენებთან შედარებით 64 მლნ ლარით გაიზარდა
მთავრობამ პარლამენტს 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის განახლებული პარამეტრები გაუგზავნა, რომლის თანახმნადაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსება 1 802.6 მლნ განისაზღვრა, რაც წინა წარდგენებთან შედარებით 64.5 მლნ ლარითაა გაზრდილი.
როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, ბიუჯეტით გათვალისწინებულია სტატუსის მქონე მასწავლებლებისთვის ხელფასის ზრდა 100 ლარით. გაზარდილი ხელფასის აღებას ისინი 2021 წლის იანვრიდან შეძლებენ.
რაც შეეხება ბიუჯეტის შემცირებას, ბიუჯეტის თანახმად 10 მლნ -ით შემცირდა იმ კომპონენტის ბიუჯეტი, რომელიც საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფას ითვალისწინებს. ცვლილების თანახმად, ამ მიმართულებაზე 2021 წელს 13,6 მლნ ლარამდე დაიხარჯება.
დოკუმენტის თანახმად, თანხები ძირითადად შემდეგი პროგრამების განხორციელებაზე მიიმართება:
სკოლამდელი და ზოგადი განათლება – 1 029.5 მლნ ლარი, რაც წინა წლის დამტკიცებულ ასიგნებასთან შედარებით გაზრდილია 122.6 მლნ ლარით, ხოლო წინა წარდგენებთან შედარებით – 22.0 მლნ ლარით; მათ შორის გათვალისწინებულია: ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსება – 894 მლნ ლარი, რაც 2020 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით გაზრდილია 106.0 მლნ ლარით, ხოლო ბიუჯეტის წინა წარდგენებთან შედარებით 14.0 მლნ ლარით და გათვალისწინებულია სტატუსის მქონე მასწავლებელების სახელფასო დანამატის ზრდა 100 ლარით 2021 წლის იანვრიდან;
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა – 10.3 მლნ ლარამდე, რაც წინა წარდგენებთან შედარებით გაზრდილია 1.0 მლნ ლარით; უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფა – 18.8 მლნ ლარამდე; წარმატებულ მოსწავლეთა წახალისება – 985.0 მლნ ლარი; განსაკუთრებით ნიჭიერ მოსწავლეთა საგანმანათლებლო და საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფა – 240.0 მლნ ლარი; მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა – 26.3 მლნ ლარი; საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფა – 13.6 მლნ ლარამდე, რაც წინა წარდგენებთან შედარებით შემცირებულია 10.0 მლნ ლარით; პროგრამა “ჩემი პირველი კომპიუტერი” – 43.0 მლნ ლარი, რაც წინა წარდგენებთან შედარებით გაზრდილია 10.0 მლნ ლარით და სხვა;
პროფესიული განათლება – 62.5 მლნ ლარი, რაც წინა წარდგენებთან შედარებით გაზრდილია 10.0 მლნ ლარით;
უმაღლესი განათლება – 153.4 მლნ ლარი, რაც წინა წარდგენებთან გაზრდილია 6.2 მლნ ლარით, ხოლო 2020 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით – 11.4 მლნ ლარით;
მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა – 65.5 მლნ ლარი;
ინკლუზიური განათლება – 27.1 მლნ ლარი, რაც წინა წარდგენებთან შედარებით 3.4 მლნ ლარით; ინფრასტრუქტურის განვითარება – 137.8 მლნ ლარი. მათ შორის: ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარება – 34.0 მლნ ლარზე მეტი (საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებებში გათვალისწინებულ ასიგნებებთან ერთად გათვალისწინებულია 203.0 მლნ ლარზე მეტი);
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარება – 25.0 მლნ ლარი, რაც წინა წარდგენებთან შედარებით გაზრდილია 7.0 მლნ ლარით;
უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარება – 20.0 მლნ ლარი, რაც წინა წარდგენებთან შედარებით გაზრდილია 15.0 მლნ ლარით;
რაც შეეხება კულტურისა და სპორტის ბიუჯეტს, განახლებული პარამეტრების მიხედვით კულტურის ბიუჯეტი 69.5 მილიონი ლარით, სპორტის ბიუჯეტი კი 122 მილიონი ლარით არის განსაზღვრული.
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება