დღეს 2021-2022 სასწავლო წელი ონლაინ ფორმატში დაიწყო
დღეს 2021 წლის 15 სექტემბერია – სწავლის დაწყების დღე. დილიდან, 2021-2022 სასწავლო წლის პირველი ზარი Microsoft TEAMS-ში დაირეკა, რადგან კორონავირუსის მაღალი გავრცელების გამო, საქართველოს მასშტაბით, საჯარო და კერძო სკოლებში სწავლა კვლავ დისტანციურად განახლდა.
საქართველოში სწავლა დღეს პირველკლასელების გარეშე დაიწყო, პირველი კლასის მოსწავლეებისთვის პირველი სასწავლო წლის დაწყება 4 ოქტომბრამდე გადავადდა.
ქვეყნის ეპიდემიოლოგების პროგნოზით, სკოლებში სწავლა, დიდი ალბათობით, 4 ოქტომბერს ასევე, ყველა კლასისთვის მთლიანად აღდგება.
EDU.ARIS.GE ყველა მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას, ნაყოფიერ და წარმატებულ წელს, ბავშვების სკოლებში დაბრუნებას, კოვიდ-19-ის დამარცხებას და ჯანმრთელობას გისურვებთ!
-
„სად გაქრა XIX საუკუნის ანექსია, აჯანყებები, რუსული მმართველობის დამყარება?“ – საგნობრივი ექსპერტი ისტორიის სახელმძღვანელოზე
by ARIS.GE-განათლება
-
„ჩვენი მიზანია, მინიმუმ გათანაბრდეს სწავლების ხარისხი საჯარო და კერძო სკოლებს შორის“
by ARIS.GE-განათლება
-
ცნობილია, ვისი ავტორობით დაიწერა და რა წერია ახალ სასკოლო წიგნებში – ელექტრონული ვერსიები კლასების მიხედვით (I ნაწილი)
by ARIS.GE-განათლება