GE

დღეს აბიტურიენტების მათემატიკისა და ხელოვნების შედეგები გამოქვეყნდება – სოფო გორგოძე დეტალებზე

გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, დღეს საღამოს გამოქვეყნდება აბიტურიენტების გამოცდების ორი საგნის შედეგები.

ამის შესახებ მან ბათუმში განაცხადა, სადაც ერთ ერთ საგამოცდო ცენტრში საერთო სამაგისტრო გამოცდის პროცესს გაეცნო.

“მიმდინარეობს აბიტურიენტების ნაშრომების გასწორება და დღეს საღამოს, სავარაუდოდ 4-5 საათის შემდეგ უნდა გამოვაქვეყნოთ აბიტურიენტების ნაშრომები და მათი შედეგები მათემატიკასა და სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში. აბიტურიენტები უნდა შევიდნენ თავიანთ პირად გვერდზე და შეიტანონ პირადი მონაცემები იმისათვის, რომ გაიგონ საკუთარი შედეგი. ასევე, 93333 კოდი იქნება ჯეოსელისა და მაგთის აბონენტებისთვის, რომ შედეგი გაიგონ ესემესის საშუალებით. ნაშრომები სხვადასხვა საგნებში ეტაპობრივად გამოქვეყნდება ანუ დღეს საღამოს დავიწყებთ და ყველა სამუშაო დღეს ვეცდებით, რომ ახალი საგნის შედეგი დავდოთ. ვფიქრობთ, რომ შემდეგ კვირაში, სავარაუდოდ ორშაბათს, ან სამშაბათს დასრულდება ეს პროცესი და ამის შემდეგ აბიტურიენტებს შეეძლებათ შემოიტანონ განაცხადი აპელაციაზე თუ ჩათვლიან, რომ ამის საჭიროება არსებობს”, – განაცხადა სოფიო გორგოძემ.

როგორ გავიგოთ ეროვნული გამოცდების შედეგები SMS-ის საშუალებით – გამოცდები 2020

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური