„დირექტორის პოზიციის დაკავება უფრო ადვილია, ვიდრე ლიდერად ქცევა“ – სკოლის მმართველის 6 გზავნილი მომავალ კოლეგებს
22 იანვარს საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველებს სერტიფიცირების პირველი ეტაპი ელოდებათ, რომელიც სერტიფიცირებას გულისხმობს. საჯარო სკოლის დირექტორობის სურვილი 3000-ზე მეტმა პირმა გამოთქვა, ისინი განსაკუთრებულ საგამოცდო მზადებაში არიან და ვნებათაღელვაც იმატებს.
EDU.ARIS.GE -მ მომავალი დირექტორების გამხნევების სურვილით, მოქმედ დირექტორებს მიმართა.
გელა ოდიშელიძე, თბილისის #177 საჯარო სკოლის დირექტორი ფიქრობს, რომ მნიშვნელოვანია, სერტიფიცირების პროცესი არ იქნას გამოყენებული ერთგვარ „იარაღად“ და მიმართული იყოს მხოლოდ და მხოლოდ სასკოლო სისტემის მიუკერძოებელი, შეუქცევადი განვითარებისკენ.
„მინდა ვურჩიო იმ ადამიანებს, ვისაც ჯერ სკოლის დირექტორის პოზიციაზე არ უმუშავიათ, თუმცა აპირებენ ყოველთვის ახსოვდეთ ეს:
- დირექტორის პოზიციაზე ყოფნა დიდი პატივი, მაგრამ უფრო დიდი პასუხისმგებლობაა;
- უპირველეს ყოვლისა – სასკოლო საზოგადოების უსაფრთხოებაზე ზრუნვა;
- სკოლის დირექტორის პოზიციის დაკავება უფრო ადვილია, ვიდრე აღიარება და საგანმანათლებლო ლიდერად ქცევა. თუმცა, გულწრფელობით და შრომით, ეს მიღწევადია
- თუ ბავშვებზე, მათ თვალებზე არ „გიჟდებით“, ამ საქმეს ხელი არ მოჰკიდოთ!
- ძალაუფლება მაცდურია! არ დაგავიწყდეთ, რომ პირველ რიგში ადამიანი ხართ;
- მხოლოდ აქტიური, ჯანსაღი ურთიერთობებით გაჯერებულ სასკოლო საზოგადოებაშია შესაძლებელი წარმატებების მიღწევა – ამ პროცესის ლოკომოტივი დირექტორია!
სწორედ საგანმანათლებლო ლიდერთა ფასილიტაციით უნდა შეძლოს სასკოლო საზოგადოებამ ადეკვატური მიმართულების არჩევა და გაძღოლა. სკოლის დირექტორთა პერიოდული სერტიფიცირება ამ პროცესის აუცილებელი ნაწილია. დაუშვებელია სასკოლო სივრცის განვითარების პროცესის გაჩერება და დაჭაობება, მით უფრო, რომ სკოლის აკადემიური საზოგადოება ისედაც კონსერვატულ საზოგადოებად მოიაზრება“, – ამბობს EDU.ARIS.GE – სთან გელა ოდიშელიძე.
ასევე იხილეთ:
სკოლის დირექტორობის მსურველთა ტესტირებისთვის საგამოცდო ცენტრები და ქცევის წესები გამოქვეყნდა
მოამზადა მზეო შველიძემ
- განათლების მინისტრის ექვსი მოადგილიდან 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე იქნება – ბიოგრაფია by ARIS.GE-განათლება
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება