სკოლის დირექტორობის მსურველთა ტესტირებისთვის საგამოცდო ცენტრები და ქცევის წესები გამოქვეყნდა
საჯარო სკოლების დირექტორობის მსურველთა შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპი – სერტიფიცირება 2023 წლის 22 იანვარს გაიმართება. ტესტირება ელექტრონული ფორმით, ერთ სესიად უნდა ჩატარდეს. ტესტირების დაწყების დროა 12:00 საათი და მისი ხანგრძლივობა შეადგენს 5 საათს.
დღეს, 17 იანვარს, განათლების მართვიის საინფორმაციო სისტემამ საგამოცდო ცენტრების მისამართები და დირექტორობის მსურველთა გადანაწილების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.
გარდა ამისა, გამოქვეყნდა ტესტირების პროცესში მონაწილე დირექტორობის მსურველთა ქცევის წესები და ტესტზე მუშაობის ინსტრუქცია.
საგამოცდო ცენტრების ჩამონათვალი და მისამართები
დირექტორობის მსურველები საგამოცდო ცენტრებში რეგისტრაციისათვის ტესტირების დაწყებამდე ერთი საათით ადრე უნდა გამოცხადდნენ.
აპლიკანტებმა, რეგისტრაციის გავლის მიზნით, ადგილზე უნდა წარმოადგინონ პირადობის მოწმობა ან პასპორტი. დაგვიანების, პირადობის მოწმობისა ან პასპორტის არქონის შემთხვევაში აპლიკანტები ტესტირებაზე არ დაიშვებიან.
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა დარეგისტრირებულ მსურველებს საკუთარი უნიკალური კოდის შემოწმების შესაძლებლობასაც აძლევს:
შეგახსენებთ, რომ საჯარო სკოლის დირექტორობის სურვილი 3000-ზე მეტმა პირმა გამოთქვა, მათ შორის არიან 2020 წელს რეგისტრირებული პირებიც.
ასევე იხილეთ:
საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის სერტიფიცირების ეტაპის საგამოცდო პროგრამა
საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა გამოცდის ტესტურ დავალებათა ნიმუშები გამოქვეყნდა
- რომელი ქართულენოვანი და უცხოენოვანი საგანმანათლებლო პროგრამები ისწავლება საქართველოში და სად – განახლებული ჩამონათვალი by განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
- პირველკლასელთა ბუკების პირველი ჩართვის ინსტრუქცია (2024 წელი) by განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
- სხვა უნივერსიტეტში გადასვლის მსურველი სტუდენტების რეგისტრაცია 21 აგვისტოს დაიწყება – მობილობის პროცედურები by განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა