დისტანციურ სწავლებაზე დარჩენის სურვილი 23 994-მა მოსწავლემ გამოთქვა – სკოლებში სასწავლო პროცესი დაიწყო
4 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით კვლავ დისტანციურ სწავლბაზე დარჩენის სურვილი 23 994-მა მოსწავლის მშობელმა დააფიქსირა.
როგორც EDU.ARIS.GE-ს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში დღეს განუმარტეს, საგაკვეთილო ცხრილს, თუ დღის რომელ მონაკვეთში ჩაუტარდებათ მოსწავლეებს გაკვეთილები დისტანციურად, თავად სკოლები განსაზღვრავენ.
მართვის სისტემაში დაგვიზუსტეს, რომ ამ მონაცემებით იმის თქმა მოსწავლეთა საერთო რაოდენობის რამდენი პროცენტი ირჩევს დისტანციურ სწავლას, ობიექტური ვერ იქნება, ვინაიდან შესაძლოა იყოს სკოლები, სადაც სწავლა სრულად დასწრებულად დაიწყო, ანუ მოსწავლეებს დისტანციური არ აურჩევიათ.
როგორც ცნობილია, მოსწავლეთა მშობლებს კვლავ აქვთ შესაძლებლობა, აირჩიონ დისტანციური სწავლების ფორმა, ხოლო რისკჯგუფის მასწავლებლებს, სურვილის შემთხვევაში შეეძლებათ, გაკვეთილები დისტანციურად ჩაატარონ.
სასწავლო პროცესი დღეს საქართველოს მასშტაბითარსებულ საჯარო და კერძო სკოლებში უკვე დასწრებულ ფორმატში განახლდა. როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს, სკოლები პროცესისთვის მომზადებულები არიან. საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები უზრუნველყოფილია შესაბამისი სადეზინფექციო ხსნარებით, პირბადეებით, თერმოსკრინინგის აპარატებითა და დეზობარიერებით. ვირუსის პრევენციისთვის საჭირო რესურსების მარაგი სკოლებისთვის მთელი სასწავლო წლისათვის.
“ახალი სასწავლო წლისთვის, საჭიროებიდან გამომდინარე საქართველოს 100 საჯარო სკოლა აღიჭურვა ახალი სასკოლო ინვენტარით (მერხები, სკამები, სასკოლო დაფები და სხვა). 60 საჯარო სკოლაში დამატებით მოეწყო სამედიცინო ოთახი, მალე კი, სამედიცინო ოთახისთვის საჭირო ინვენტარით დამატებით 142 საჯარო სკოლა აღიჭურვება”, – აცხადებენ განათლების სამინისტროში. დასწრებული სწავლების შემთხვევაში, მოსწავლეები I-XII კლასების ჩათვლით, ვალდებული იქნებიან ატარონ პირბადე, სახელმწიფო კი კვლავ უზრუნველყოფს მასწავლებელთა სავალდებულო ტესტირებას”, – აცხადებენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.
ასევე იხილეთ:
სად და როგორ უნდა დარეგისტრირდეს მოსწავლის მშობელი ონლაინ სწავლების არჩევის შემთხვევაში – დეტალები
-
აბიტურიენტის მშობელი: „ნაკუწ-ნაკუწ გადმოგდებული სიახლეებით უკვე ირკვევა, რომ პირადად ჩემს ოჯახს სწავლის გადასახადი უძვირდება“
by თავისუფალი ტრიბუნა
-
სქემის ფარგლებში მასწავლებლები ელექტრონული სისტემის წარმოებას დაიწყებენ – პროფესიული განვითარებისა და წინსვლის ახალი სქემა ძალაში შევიდა (დადგენილება)
by ARIS.GE-განათლება
-
განკერძოებული სიტყვები, გამოთქმები და მათი სწორად წერა – მაგალითები და წესები გამოცდაზე დაგეხმარებათ
by გრამატიკული ცნობარი