GE

სად და როგორ უნდა დარეგისტრირდეს მოსწავლის მშობელი ონლაინ სწავლების არჩევის შემთხვევაში – დეტალები

როგორც 28 სექტემბერს გახდა ცნობილი, მიუხედავად 4 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესის დასწრებულ რეჟიმში განახლების გადაწყვეტილებისა, საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს მათი სურვილის შესაბამისად ონლაინ სწავლებაზე რეგისტრაციის შესაძლებლობა ექნებათ.

დისტანციური სწავლების მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილ ვებგვერდზე და როგორც გასულ წელს, ახლაც, ონლაინ სწავლებაზე განაცხადის შევსება/რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელი იქნება, მაგრამ ახლა უკვე ყოველ ხუთშაბათს 00:00 – 18:00 საათის შუალედში.

როგორც განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ვიგებთ, ვინაიდან, უწყებათაშორისის საბჭოს გადაწყვეტილებით, 4 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესი სასკოლო სივრცეში გაგრძელდება, გამონაკლისის სახით, მიმდინარე კვირას, რეგისტრაციის გავლა შესაძლებელი იქნება 30 სექტემბრიდან 1-ლი ოქტომბრის ჩათვლით 00:00-23:59 საათის შუალედში. სწორედ ამ დროს იქნება ღია სარეგისტრაციო ველი.

ცნობისთვის, სწავლის დისტანციური ფორმატის არჩევის შესაძლებლობით სარგებლობა შეეძლება საქართველოს ყველა საჯარო სკოლის მოსწავლეს. გარდა ამისა, ის მასწავლებლები, რომლებსაც მოუწევთ დისტანციური გაკვეთილების დამატებით ჩატარება, შესაბამის დანამატს მიიღებენ.

ასევე იხილეთ:

ცნობილია ვისთვის განახლდება სასწავლო პროცესი 4 ოქტომბრიდან დასწრებულ რეჟიმში – საბჭოს გადაწყვეტილება

სკოლებში პირბადის გამოყენება ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო ხდება

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური