ჯანდაცვის მინისტრის განცხადება ეროვნული გამოცდებისა და სექტემბერში სწავლის განახლების შესახებ
ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მიუხედავად, ეროვნულ გამოცდებში მონაწილე აბიტურიენტების უსაფრთხოება მაქსიმალურად დაცული იქნება.
„ამასთან დაკავშირებით ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ განათლების სამინისტროსთან. ისინი, რა თქმა უნდა, ითვალისწინებენ ყველა იმ რეკომენდაციას, რომელსაც ჩვენ გავცემთ და ჩვენ ვთვლით, რომ გამოცდები ჩატარდება სრულიად უსაფრთხოდ ყველა იმ აბიტურიენტისთვის, რომელიც წელს აპირებს გამოცდებში მონაწილეობას“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის კანცელარიაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე სასწავლო პროცესის დაწყების გადავადება დაგეგმილი არ არის, თუმცა, მოსწავლეები უნდა მოვამზადოთ იმისათვის, რომ მომავლშიც კოვიდ19-ის არსებობის პარალელურად, განათლების მიღება შეძლონ.
„დღევანდელი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენ არ ვთლით, რომ სასწავლო პროცესი შეიძლება გადაიწიოს, თუმცა როგორც სხვა ქვეყნები, ვემზადებით იმისთვის, რომ ჩვენ როგორც ახლა, ასევე სექტემბერში მოგვიწევს კოვიდ 19-თან ცხოვრება და შესაბამისად, ჩვენი შვილებიც უნდა მოვამზადოთ ამ პროცესებისთვის, რათა მათ შეძლონ შეუფერხებლად სწავლის გაგრძელება“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
საკითხის შესახებ მოკლე განმარტება გააკეთა ამირან გამყრელიძემაც, მისი თქმით, დღევანდელი ეპიდვითარება არ გვაძლევს სწავლის გადადების საჭიროებას და ეროვნული გამოცდების ჩატარების შესახებ დეტალებიც ივნისის შუა რიცხვებში გახდება ცნობილი.
„გამოცდების ნაწილში მიმდინარეობს მსჯელობა სპეციალურად შექმნილ ჯგუფთან ერთად და დაიდება შესაბამისი რეკომრენდაციები, როგორ გამოიყენონ პირბადე, რამდენი უნდა განთავსდეს რამდენ კვადრატულ სივრცეში, როგორ იქნება თერმოსკრინინგი. როდესაც ვინმე არის 37 სიცხის მატარებელი და თუ დაფიქსირდა 37 ტემპერატურა, ამ დროს იქნება ალტერნატიული შეთავაზება, რომ აბიტურიენტი არ დაიჩაგროს“, – აღნიშნა გამყრელიძემ.
„შეიძლება დაგვჭირდეს ზოგიერთ პერიოდში სწავლის დროებით შეჩერება“
- განათლების მინისტრის ექვსი მოადგილიდან 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე იქნება – ბიოგრაფია by ARIS.GE-განათლება
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება