„შეიძლება დაგვჭირდეს ზოგიერთ პერიოდში სწავლის დროებით შეჩერება“
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორ ამირან გამყრელიძის განცხადებით, მსოფლიოში არსებული ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, შესაძლებელია საქართველოში სასწავლო პროცესის შეჩერება, გარკვეულ პერიოდებში, ახალ სასწავლო წელსაც გახდეს აუცილებელი. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.
“უნდა ვისწავლოთ ცხოვრება კორონავირუსთან ერთად. საკმაოდ დიდხანს დაგვჭირდება გარკვეული რეკომენდაციების დაცვა და მკაცრი შეზღუდვების გამეორება. ამ ეპიდემიებს აქვთ ტალღისებური მოქმედება, ახლა, დიდი ალბათობით, ზაფხულისკენ სიტუაცია შეიძლება სიმშვიდისკენ წავიდეს, მაგრამ ასევე დიდი ალბათობით და მსოფლიო მეცნიერების უმრავლესობა ემხრობა მოსაზრებას, რომ იქნება მეორე ტალღა და მესამე ტალღა. ანუ, კორონავირუსული ინფექცია კარგა ხანს ჩვენთან ერთად იქნება, ამიტომ ეს შეზღუდვები როგორიცაა მოკლევადიანი ვთქვათ ამა თუ იმ ადგილის და არეალის ჩაკეტვა, იქ სერიოზული ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების ჩატარება, კარანტინების გამოცხადება, ზოგიერთ პერიოდში ვთქვათ სწავლის დროებით შეჩერება, ზოგიერთ ქვეყანასთან საზღვრის დაკეტვა. ფრენების აკრძალვა და ა.შ. საჭირო იქნება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მან ასევე ახსენა ის ქვეყნებიც, სადაც სკოლების გახსნის შემდეგ დამდგარი რეალობის გამო, სასწავლო პროცესის ხელმეორედ შეწყვეტა გახდა საჭირო.
“ვიცით, რომ მთელ რიგ ქვეყნებში გარკვეული ღონისძიებები შეამსუბუქეს, მაგალითად საფრანგეთში რა მოხდა, მოგეხსენებათ გაიხსნა სკოლები და ბაღები და ისევ იფეთქა ვირუსმა და ერთდროულად 80-მდე ბავშვი დაინფიცირდა. ამიტომ, სანამ გაჩნდება ვაქცინა და გაჩნდება იმუნური ფენა, შემზღუდველი ღონიძიებების გატარება საჭირო იქნება”, – აღნიშნა გამყრელიძემ.
22 მაისისთვის არსებული მონცემებით, საქართველოში კორონავირუსი 50 ბავშვს აქვს დადასტურებული, მათგან კლინიკაში 20-მდე მოზარდი რჩება, დანარჩენი – გამოჯანმრთელებულია და პედიატრის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
კორონავირუსის გავრცელების გამო საფრანგეთსა და ჩინეთში სკოლები ხელმეორედ დახურეს
-
ისევ გაიზარდა 2026 წელს სახელმწიფო უმაღლესებში ჩასარიცხ აბიტურიენტთა და მაგისტრანტთა რაოდენობები პროგრამების მიხედვით – 2 დანართი
by ARIS.GE-განათლება
-
სია განახლდა – ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის ჩასაბარებელი საგანი/საგნები სწავლის სფეროს მიხედვით
by ARIS.GE-განათლება
-
რამდენი პროფესორ-მასწავლებელია დასაქმებული სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებში – 2025-2026 სასწავლო წელი
by ARIS.GE-განათლება