ეროვნულ გამოცდებში საკარანტინე სივრცეში მყოფი პირებიც მონაწილეობენ
მთავრობამ 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საკარანტინე სივრცეებში მყოფი პირების დაშვების პირობები განსაზღვრა. მათ გამოცდებში მონაწილეობა არ ეკრძალებათ, თუმცა ყოველ 72 საათში პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის ტესტის ჩატარება მოუწევთ და გამოცდიდან ისევ კარანტინში უნდა დაბრუნდნენ.
ნორმატიულ აქტებში მთავრობის მიერ განხორციელებული ცვლილების თანახმად, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322დადგენილებით დამტკიცებულ „იზოლაციისა და კარანტინის წესების“ მე-3 მუხლს 21 და 22 პუნქტები დაემატა.
„ერთიან ეროვნულ გამოცდაზე/საერთო სამაგისტრო გამოცდაზე/სტუდენტთა საგრანტო კონკურსში/საგნის გამოცდის, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადგენის მიზნით ჩასატარებელ ტესტირებაზე მონაწილეობისთვის რეგისტრირებული აბიტურიენტი/მაგისტრანტობის კანდიდატი/სტუდენტი/აპლიკანტი, რომელიც იმყოფება საკარანტინე სივრცეში ან ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით ქვეყანაში ჩამოსვლის შემდეგ უნდა გადავიდეს კარანტინში, დაექვემდებარება ტესტირებას პჯრ (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია) მეთოდით გამოცდაზე/კონკურსზე/ ტესტირებაზე დაშვებამდე და შემდეგ განმეორებით ყოველ 72 საათში. გამოცდებს შორის პერიოდში პირი უნდა დაბრუნდეს საკარანტინე სივრცეში“, – ვკითხულობთ დადგენილების 21-ე მუხლში.
22-ე მუხლის თანახმად, ასეთი პირების შესახებ მონაცემები ჯანდაცვის სამინისტროს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უნდა გადასცეს.
„საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ − შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოცდის/კონკურსის/ტესტირების დაწყებამდე არაუგვიანეს 72 საათისა, ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებულ პირთა შესახებ ინფორმაციას, ურთიერთშეთანხმებული ფორმატით, აწვდის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, რომელიც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმირებას“, – ვკითხულობთ დოკუმენტში.
გამოცდიდან ცხელების გამო მოხსნილ აბიტურიენტებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
- განათლების მინისტრის ექვსი მოადგილიდან 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე იქნება – ბიოგრაფია by ARIS.GE-განათლება
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება