ეროვნული თავდაცვის აკადემია 2021-2022 სასწავლო წლიდან განახორციელებს მიღებას ახალ საბაკალავრო პროგრამაზე – მექანიკის ინჟინერია
მექანიკის ინჟინერიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია სსიპ-დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის მისიის შესაბამისად, თავდაცვის ძალების და ქვეყნის ერთგული სამსახურისათვის მოამზადოს უმაღლესი აკადემიური და სამხედრო განათლების, მაღალი ეთიკის, მტკიცე მორალის და ლიდერის თვისებების მქონე ოფიცერთა კორპუსი. უზრუნველყოს მექანიკის ინჟინერიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მქონე სპეციალისტების მომზადება თავდაცვის ძალების და ქვეყნის სამსახურისთვის.
პროგრამის მიზანია კურსდამთავრებულებმა დააკმაყოფილონ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნები, შეძლონ დასაქმება საქართველოს თავდაცვის ძალებში და ასევე სამოქალაქო სექტორში.
კურსდამთავრებულები შეძლებენ სწავლის გაგრძელებას, როგორც საქართველოს, ისე საზღვარგარეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე, იქნებიან კონკურენტუნარიანები, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, შეძლებენ წარმატებულ კარიერულ წინსვლას და თავისი შესაძლებლობების რეალიზებას, როგორც პროფესიულ საქმიანობაში, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
პროგრამა მოიცავს მექანიკის ინჟინერიის ყველა მნიშვნელოვან მიმართულებას. აქცენტი გაკეთებულია მექანიკის ინჟინერიის პრაქტიკულ შესწავლაზე, თანამედროვე და სამხედრო ტექნოლოგიებზე, რაც ხელს შეუწყობს პროგრამის კურსდამთავრებულთა მაღალ კონკურენტუნარიანობას, როგორც თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურებში, ისე საქართველოს და საზღვარგარეთის შრომის ბაზარზე.
- ეროვნული თავდაცვის აკადემიაში 2023 წლის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა by ეროვნული თავდაცვის აკადემია
- ეროვნული თავდაცვის აკადემიაში საახალწლო ნაძვის ხის ანთების საზეიმო ღონისძიება გაიმართა by ეროვნული თავდაცვის აკადემია
- ეროვნული თავდაცვის აკადემიაში დისტანციური კურსი „ტრენერთა ტრენინგი“ განხორციელდა by ეროვნული თავდაცვის აკადემია