GE

ეროვნული თავდაცვის აკადემია აკადემიური საბჭოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაციას იწყებს

მიმდინარე წლის 31 ივლისის ჩათვლით ეროვნული თავდაცვის აკადემია იწყებს აკადემიური საბჭოს წევრობის (აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის წარმომადგენლის) კანდიდატთა რეგისტრაციას.

აკადემიური საბჭოს წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის უფლება აქვთ:

  • კოლეჯის საბჭოს წევრს (კოლეჯის აკადემიური პერსონალი, კურსის უფროსები და ინსტრუქტორები);

აკადემიური საბჭოს წევრობის კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის საბჭოს წევრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის ბრძანება.

არჩევნები გაიმართება ეროვნული თავდაცვის აკადემიაში 2020 წლის 7 აგვისტოს.

აკადემიური საბჭოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია იწარმოებს 09:00 საათიდან 18:00 საათამდე აკადემიის საარჩევნო კომისიაში შემდეგ მისამართზე: ქ. გორი, ცხინვალის გზატკეცილი, მე-3 კილომეტრი.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური