ეროვნული თავდაცვის აკადემიაში საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია გაიმართა

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეცნიერო კვლევით ცენტრის ორგანიზებით გაიმართა საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია.
უნივერსიტეტის მიერ 11 დეკემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, კონფერენცია გახსნა აკადემიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა პოლკოვნიკმა გიორგი ლაღიაშვილმა ბაკალავრიატის ხელმძღვანელ პირებთან ერთად. პოლკოვნიკმა გიორგი ლაღიაშვილმა ყურადღება გაამახვილა აკადემიაში საერთაშორისო სტუდენტური კონფერენციის მნიშვნელობაზე, როგორც იუნკერების მიერ სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით გადადგმულ პირველ ნაბიჯებზე. კონფერენციას ასევე ესწრებოდნენ აკადემიის პერსონალი და მოწვეული სტუმრები.
პრეზენტაციების დროს გაკეთდა მოხსენებები სხვადასხვა მიმართულებებით და განხილული იქნა სამეცნიერო – კვლევითი სიახლეები. კონფერენციის მსვლელობის დროს დამსწრე აუდიტორიის მხრიდან დაისვა არაერთი საინტერესო კითხვა, რაზეც მომხსენებლებმა თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გასცეს ამომწურავი პასუხები.
კონფერენციის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.
-
ეროვნული თავდაცვის აკადემიაში 2023 წლის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა by ეროვნული თავდაცვის აკადემია
-
ეროვნული თავდაცვის აკადემიაში საახალწლო ნაძვის ხის ანთების საზეიმო ღონისძიება გაიმართა by ეროვნული თავდაცვის აკადემია
-
ეროვნული თავდაცვის აკადემიაში დისტანციური კურსი „ტრენერთა ტრენინგი“ განხორციელდა by ეროვნული თავდაცვის აკადემია