GE

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ახალი სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილი ღონისძიება სამწყობრო მოედანზე აღინიშნა. ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა, რომლის შემდეგ, აკადემიის იუნკერებსა და პირად შემადგენლობას სწავლის დაწყება ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, პოლკოვნიკმა მამია ბალახაძემ მიულოცა.

აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, პოლკოვნიკმა, მამია ბალახაძემ, აკადემიაში მოღვაწეობის პერიოდში გამოვლენილი პროფესიონალიზმისა და გამორჩეული სამსახურეობრივი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და საჩუქარი გადასცა რექტორის ყოფილ მოადგილეს, ბატონ რამაზ კვარაცხელიას. ასევე აკადემიაში მსახურის დროს იუნკერების აღზრდასა და პროფესიონალ სამხედროებად ჩამოყალიბების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გამოეცხადა და საპატიო საჩუქრით – სტატუეტი ,,იუნკერით” დაჯილდოვდა სასწავლო ბატალიონის ყოფილი მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი კობიძე.

დღესვე, სამწყობრო მოედანზე აკადემიის პირადი შემადგენლობის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. აკადემიის სამხედრო მოსამსახურეებს და სამოქალაქო პერსონალს მადლობის სიგელები და უწყებრივი მედლები გადაეცათ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური