GE

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში გაცნობითი სახის ვიზიტით თბილისის სკოლის ,,ახალი თაობის” მოსწავლეები იმყოფებოდნენ

მიმდინარე წლის 19 თებერვალს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში გაცნობითი სახის ვიზიტით იმყოფებოდნენ ქ. თბილისის სკოლის ,,ახალი თაობის” VI კლასის მოსწავლეები.

სტუმრებს უმასპინძლა ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა ბრიგადის გენერალმა მალხაზ მაკარაძემ. საინფორმაციო შეხვედრაზე მოსწავლეებს აკადემიის შესახებ პრეზენტაცია ჩაუტარდათ, სადაც მათ გააცნეს აკადემიაში არსებული საბაკალავრო პროგრამები და იუნკერების დღის განრიგი.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, მოსწავლეებმა აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური