ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ინგლისური ენის მასწავლებლებისთვის სემინარი ჩატარდა
ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ნატოს ენების საერთაშორისო საკოორდინაციო ბიუროსა (BILC) და ევროპის პარტნიორი ენების მომზადების ცენტრის მხარდაჭერით 17 თებერვლიდან 21 თებერვლის ჩათვლით, ბაკალავრიატის ენობრივი მომზადების განყოფილებაში ჩატარდა სემინარი “Language Standards and Assessment Seminar” ინგლისური ენის მასწავლებლებისა და პროგრამის ხელმძღვანელებისთვის.
აღნიშნულ სემინარზე დეტალურად განიხილეს STANAG 6001-ით გათვალისწინებული ენის ოთხივე უნარის კომპეტენციები დონეების მიხედვით, გაეცნენ ინსტრუქციებს ენის სწავლებაში NATO-ს სტანდარტების შესაბამისად, ასევე ტესტის შედგენის პრინციპებსა და მიმდინარე შეფასებების სანდოობის სტანდარტებს.
ნატოს ენების საერთაშორისო საკოორდინაციო ბიუროს მიზანია ნატოსა და PfP ქვეყნებს შორის ურთიერთთანამშრომლობის განვითარება, პროფესიონალური დახმარების გაწევა ენის ცოდნის, ენების სწავლებისა და ენის ტესტირების სფეროში.
- ეროვნული თავდაცვის აკადემიაში 2023 წლის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა by ეროვნული თავდაცვის აკადემია
- ეროვნული თავდაცვის აკადემიაში საახალწლო ნაძვის ხის ანთების საზეიმო ღონისძიება გაიმართა by ეროვნული თავდაცვის აკადემია
- ეროვნული თავდაცვის აკადემიაში დისტანციური კურსი „ტრენერთა ტრენინგი“ განხორციელდა by ეროვნული თავდაცვის აკადემია