GE

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში მეოთხე კურსის იუნკერებმა საბაკალავრო ნაშრომები დაცვეს

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში მიმდინარე წლის 7-9 ივლისს, მეოთხე კურსის იუნკერების საბაკალავრო ნაშრომების დაცვა მიმდინარეობდა. სამი დღის განმავლობაში იუნკერებმა კომისიის წევრებს წარუდგინეს ნაშრომები მენეჯმენტის, ინფორმატიკის, თავდაცვისა და უსაფრთხოების სპეციალობების მიხედვით.

საბაკალავრო ნაშრომები ინფორმატიკის მიმართულებით დაიცვა 36-მა იუნკერმა, მენეჯმენტის მიმართულებით 24-მა, ხოლო თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით 16-მა იუნკერმა.

საკვალიფიკაციო ნაშრომების დაცვის პროცესი ძალიან საინტერესოდ წარიმართა, იუნკერთა საბაკალავრო თემები ეხებოდა ისეთ აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა:

  • ეროვნული იდენტობის პრობლემები 90-იანი წლების შემდგომ საქართველოში;
  • ლიდერების როლი საერთაშორისო პოლიტიკაში;
  • ნატო-ს უსაფრთხოების კონცეფცია და თანამედროვე გამოწვევები;
  • სამხედრო MANET ქსელების ანალიზი;
  • ხელოვნური ინტელექტი;
  • სოციალური მედია და მისი მნიშვნელობა ქართულ რეალობაში;
  • რუსული პროპაგანდის გავლენა ქართულ ონლაინ-სივრცეში და სხვა.

საბაკალავრო ნაშრომების დაცვა იუნკერებს საშუალებას აძლევს მოახდინონ სწავლის განმავლობაში მიღებული ცოდნის შეჯამება, კვლევითი და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამოვლენა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური