ეროვნული თავდაცვის აკადემიაში საერთაშორისო კონფერენცია „შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გამოწვევები“ ონლაინ ფორმატში გაიმართა
ეროვნული თავდაცვის აკადემიაში საერთაშორისო კონფერენცია „შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გამოწვევები“ ონლაინ ფორმატში გაიმართა. ღონისძიება ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის მოადგილემ, ვიცე-პოლკოვნიკმა დავით რაზმაძემ მისასალმებელი სიტყვით გახსნა.
კონფერენციის მომხსენებლები იყვნენ საქართველოს თავდაცვის ძალების, ეროვნული თავდაცვის აკადემიის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და იონას ზემაიტისის სახელობის ლიეტუვის სამხედრო აკადემიის წარმომადგენლები.
ღონისძიების მსვლელობისას მომხსენებლებმა იმსჯელეს კონფერენციის თემასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე: უპილოტო სამხედრო ავიაციის ბალანსი შავი ზღვის რეგიონში, საქართველოს სამხედრო უსაფრთხოების სისტემა სამხედრო ხელოვნების ჭრილში, ნატოს სტრატეგია შავი ზღვის რეგიონალური უშიშროების კონტექსტში, სამხრეთ კავკასიის ახალი გადანაწილება – რუსეთის თანამედროვე დილემა და სხვა.
აღნიშნული თემები კონფერენციის ნაშრომთა კრებულში დაიბეჭდება.
- ეროვნული თავდაცვის აკადემიაში 2023 წლის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა by ეროვნული თავდაცვის აკადემია
- ეროვნული თავდაცვის აკადემიაში საახალწლო ნაძვის ხის ანთების საზეიმო ღონისძიება გაიმართა by ეროვნული თავდაცვის აკადემია
- ეროვნული თავდაცვის აკადემიაში დისტანციური კურსი „ტრენერთა ტრენინგი“ განხორციელდა by ეროვნული თავდაცვის აკადემია