11 დეკემბერი, 2020
ეროვნული თავდაცვის აკადემიაში საუნივერსიტეტთაშორისო სტუდენტური კონფერენცია 2020 წლის მნიშვნელოვან საკითხებზე გაიმართა

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში საერთაშორისო კონფერენცია „საუნივერსიტეტთაშორისო სტუდენტური კონფერენცია 2020 წლის მნიშვნელოვან საკითხებზე“ ონლაინ ფორმატში გაიმართა.
ღონისძიება ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის მოადგილემ, ვიცე-პოლკოვნიკმა დავით რაზმაძემ გახსნა. სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობას აკადემიის იუნკერებთან ერთად საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის და იონას ზემაიტისის სახელობის ლიეტუვის სამხედრო აკადემიის სტუდენტები იღებდნენ.
კონფერენცია საინტერესო დისკუსიის ფორმატში წარიმართა. ღონისძიების მსვლელობისას მონაწილეებმა განიხილეს: კრიპტოვალუტა – 21-ე საუკუნის გამოწვევა, პანდემია და კიბერუსაფრთხოების პრობლემები, კორონომიკა – კაცობრიობის ახალი გამოწვევა და სხვა მნიშვნელოვანი თემები.
-
ეროვნული თავდაცვის აკადემიაში 2023 წლის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა by ეროვნული თავდაცვის აკადემია 29 დეკემბერი, 2023
-
ეროვნული თავდაცვის აკადემიაში საახალწლო ნაძვის ხის ანთების საზეიმო ღონისძიება გაიმართა by ეროვნული თავდაცვის აკადემია 25 დეკემბერი, 2023
-
ეროვნული თავდაცვის აკადემიაში დისტანციური კურსი „ტრენერთა ტრენინგი“ განხორციელდა by ეროვნული თავდაცვის აკადემია 22 დეკემბერი, 2023