GE

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სენ-სირის სამხედრო სკოლის კადეტების ოთხკვირიანი გაცვლითი პროგრამა დასრულდა

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სენ-სირის სამხედრო სკოლის კადეტების ოთხკვირიანი გაცვლითი პროგრამა დასრულდა. აღნიშნული პროგრამა დატვირთული იყო როგორც სასწავლო პროცესში ჩართულობით, ასევე სხვადასხვა კულტურული და შემეცნებითი აქტივობებით.

მსგავსი პროგრამების განხორციელება ხელს უწყობს ეროვნული თავდაცვის აკადემიასა და საფრანგეთის სენ-სირის სამხედრო სკოლას შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავებასა და საერთაშორისო მასშტაბით აკადემიის ცნობადობის ამაღლებას.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური