GE

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდა თავდაცვის ძალების მთავარი სერჟანტი, კობა ცირეკიძე

ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯში სტუმრად თავდაცვის ძალების მთავარი სერჟანტი, კობა ცირეკიძე იმყოფებოდა.

ვიზიტის ფარგლებში მთავარმა სერჟანტმა ისაუბრა თავდაცვის ძალების, კერძოდ სერჟანტთა შემადგენლობის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მიღწეულ შედეგებზე. მან ყურადღება გაამახვილა, როგორც დისციპლინის განმტკიცების, ფიზიკური მზადყოფნის, ინდივიდუალური საბრძოლო მომზადების, ასევე პროფესიული განვითარების მნიშვნელობაზე. განიხილა მიმდინარე თუ დაგეგმილი პროექტები, რომლებიც უფრო ეფექტურს გახდის სერჟანტთა ინსტიტუციურ განვითარებას და მხარს დაუჭერს თავდაცვის ძალებს დასახული ამოცანების შესრულებაში.

შეხვედრამ ინტერაქტიულ რეჟიმში ჩაიარა. სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელებს საშუალება მიეცათ უშუალოდ დაესვათ კითხვები მათთვის საინტერესო საკითხებზე, კერძოდ სერჟანტების როლზე ,,ამოცანით მართვის ფილოსოფიის” ფარგლებში, რაზეც მთავარმა სერჟანტმა ხაზი გაუსვა სამომავლოდ სერჟანტთა აქტიური ჩართულობის აუცილებლობას, როგორც მხარდამჭერი რგოლის ,,ამოცანით მართვის ფილოსოფიის” ინპლემენტაციის პროცესში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური