ეროვნული თავდაცვის აკადემიაში თურქეთ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების გეგმის ფარგლებში მყოფი სამხედრო მოსამსახურეების ექვსთვიანი კურსი დასრულდა
ეროვნული თავდაცვის აკადემიაში თურქეთ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების გეგმის ფარგლებში მყოფი სამხედრო მოსამსახურეების ექვსთვიანი კურსი დასრულდა. მაიორი ილჰან ოქთენდურალი და უფროსი სერჟანტი ნეჯათი ფელჰივანი ეროვნული თავდაცვის აკადემიის ენობრივი მომზადების სკოლაში 16 სექტემბრიდან ქართული ენის შემსწავლელ კურსზე იმყოფებოდნენ. თურქმა სამხედროებმა ქართული ენა A2 დონეზე შეისწავლეს, რაც ენობრივი მომზადების სკოლის პედაგოგების დამსახურებაა. აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მალხაზ მაკარაძემ მათ შესაბამისი სერტიფიკატები და საჩუქრები გადასცა.
აღნიშნული კურსი ეროვნული თავდაცვის აკადემიაში მეორედ განხორციელდა და დატვირთული იყო, როგორც სასწავლო პროცესში ჩართულობით, ასევე სხვადასხვა კულტურული და შემეცნებითი აქტივობებით.
- ეროვნული თავდაცვის აკადემიაში 2023 წლის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა by ეროვნული თავდაცვის აკადემია
- ეროვნული თავდაცვის აკადემიაში საახალწლო ნაძვის ხის ანთების საზეიმო ღონისძიება გაიმართა by ეროვნული თავდაცვის აკადემია
- ეროვნული თავდაცვის აკადემიაში დისტანციური კურსი „ტრენერთა ტრენინგი“ განხორციელდა by ეროვნული თავდაცვის აკადემია