GE

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში უზრუნველყოფის ოპერაციების სასწავლო პროგრამა დასრულდა

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ,,უზრუნველყოფის ოპერაციების სასწავლო პროგრამა” დასრულდა.

პროგრამის დასრულების ღონისძიება ონლაინ ფორმატში გაიმართა. მონაწილეებს სიტყვით მიმართა აკადემიის რექტორის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ლევან ქავთარაძემ.

აღნიშნული პროგრამა მიმდინარე წლის 7 სექტემბრიდან 17 ნოემბრის პერიოდში, ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მოსამსახურეების და ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო მრჩეველთა ჯგუფის „Valiant Integrated Services” წარმომადგენლების მიერ განხორციელდა.

პროგრამის მონაწილეები საქართველოს თავდაცვის ძალების პოლკოვნიკის და ვიცე-პოლკოვნიკის წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურეები იყვენენ. აღნიშნული პროგრამა მოიცავდა, როგორც სალექციო ნაწილს, ასევე სასემინარო და პრაქტიკულ სამუშაოებს.

პროგრამის მიზანია კურსდამთავრებულებს, თავდაცვის ძალების წინაშე არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, პროგრამის მსვლელობისას მიღებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მეშვეობით, შეეძლოთ ტაქტიკურ და ოპერატიულ გარემოში უზრუნველყოფის ოპერაციების დაგეგმვა და ოპერაციების მსვლელობისას უზრუნველყოფის საბრძოლო ფუნქციების აღსრულება.

სასწავლო პროგრამა ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიური სიტუაციის გამო, მიმდინარეობდა დისტანციურ რეჟიმში. თავდაცვის ძალების 24-მა ოფიცერმა აღნიშნული კურსი წარმატებით დაასრულა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური