GE

ეროვნული თავდაცვის აკადემიის პირადი შემადგენლობის გასვლითი შეხვედრა მარნეულის ახალგაზრდობასთან

მარნეულის მუნიციპალიტეტში, მსოფლიო ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით,  გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდობასთან.

აღნიშნულ ღონისძიებას, სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა ეროვნული თავდაცვის აკადემიის პირადი შემადგენლობაც. ღონისძიებაზე აკადემია წარმოდგენილი იყო სპეციალური სტენდით, სადაც ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდათ ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ აკადემიური და სამხედრო განათლების მიღების პერსპექტივების, არსებული საბაკალავრო, გაცვლითი პროგრამების, სტიპენდიის, მიღების პირობებისა და აკადემიის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ.

შეხვედრის მიზანი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდებისთვის  უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება იყო.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური