GE

ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის მოადგილემ აკადემიური კეთილსინდისიერების დეკლარაციას მოაწერა ხელი

ეროვნული თავდაცვის აკადემია ჩართულია ,,Erasmus+”- ის გრანტის ფარგლებში დაფინანსებულ პროექტში – „აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისთვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში”, რომელიც მიზნად ისახავს ისეთი პოლიტიკისა და მექანიზმების შემუშავებას, რომლებიც ხელს შეუწყობს პლაგიატის შემთხვევების გამოვლენას, პრევენციასა და აღმოფხვრას.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, გაიმართა დასკვნითი კონფერენცია, სადაც ხელი მოეწერა აკადემიური კეთილსინდისიერების დეკლარაციას. შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, ღონისძიება წარიმართა ონლაინ რეჟიმში და მას ესწრებოდნენ მხოლოდ მომხსენებლები.

ეროვნული თავდაცვის აკადემიიდან კონფერენციას ესწრებოდა რექტორის მოადგილე, ვიცე-პოლკოვნიკი დავით რაზმაძე.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური