GE

ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის SOTP და SODTP პროგრამების გამოშვების ცერემონიალი გაიმართა

დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის „უზრუნველყოფის ოპერაციების სასწავლო პროგრამისა“ (SOTP) და „შტაბის ოფიცრის განვითარების სასწავლო პროგრამის“ (SODTP) გამოშვების ცერემონიალი თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ გაიმართა.

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძემ, ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მალხაზ მაკარაძემ, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლის მოვალეობის შემსრულებელმა, პოლკოვნიკმა კახა ტაბატაძემ, ასევე ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მეთაურმა, პოლკოვნიკმა მამუკა ქავთარაძემ სამხედრო მოსამსახურეებს სასწავლო პროგრამების წარმატებით დასრულება მიულოცეს და სერთიფიკატები გადასცეს.

„უზრუნველყოფის ოპერაციების სასწავლო პროგრამა“ 23, ხოლო „შტაბის ოფიცრის განვითარების სასწავლო პროგრამა“ 24 სამხედრო მოსამსახურემ დაასრულა. „უზრუნველყოფის ოპერაციების სასწავლო პროგრამის“ ფარგლებში, სამხედროებმა, 12 კვირის განმავლობაში, შეითვისეს მეთოდები, რომლებიც ხელს შეუწყობს მონაცემთა გაანალიზებას, ასევე კომპლექსურ გარემოში ინფორმაციის მენეჯმენტს.

„შტაბის ოფიცრის განვითარების სასწავლო პროგრამის“ მსმენელებმა კი, 10 კვირის განმავლობაში საშტაბო ოპერატიული და სტრატეგიული დონის ფუნქციების შესასრულებლად საჭირო საკითხები შეისწავლეს. სასწავლო კურსების ინსტრუქტაჟი დაფუძნებულია თავდაცვის ძალების დოქტრინასა და ორგანიზაციაზე.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური