ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამწყობრო მოედანზე ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის გამოშვების ცერემონიალი გაიმართა
ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამწყობრო მოედანზე ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის გამოშვების ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით დაიწყო. პირადმა შემადგენლობამ და კურსის მსმენელებმა პატივი მიაგეს საქართველოს ერთიანობისთვის, საერთაშორისო მისიებში და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას.
ცერემონიალი ფიცის მიღებით გაგრძელდა. აკადემიის სამწყობრო მოედანზე, ღვთისა და ერის წინაშე, ოფიცრის ფიცი 30-მა კურსდამთავრებულმა დადო. მათ ოფიცრის პირველადი სამხედრო წოდება „ლეიტენანტი“ მიენიჭათ. ახალგაზრდა ოფიცრები სწავლას სხვადასხვა სპეციალიზაციით გააგრძელებენ, კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ კი თავდაცვის ძალების სტრუქტურულ ქვედანაყოფებში გადანაწილდებიან.
ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება აკადემიის რექტორმა, პოლკოვნიკმა მამია ბალახაძემ მიულოცა. აკადემიის რექტორმა წარჩინებული მსმენელები სტატუეტით ,,იუნკერი” დააჯილდოვა, ხოლო საუკეთესო მსმენელს საშტატო იარაღი გადასცა. ცერემონიის ბოლოს, კურსდამთავრებულები აკადემიის კაპელანმა, მამა თადეოზმა დალოცა.
ღონისძიება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეგულაციებით და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების სრული დაცვით ჩატარდა.
- ეროვნული თავდაცვის აკადემიაში 2023 წლის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა by ეროვნული თავდაცვის აკადემია
- ეროვნული თავდაცვის აკადემიაში საახალწლო ნაძვის ხის ანთების საზეიმო ღონისძიება გაიმართა by ეროვნული თავდაცვის აკადემია
- ეროვნული თავდაცვის აკადემიაში დისტანციური კურსი „ტრენერთა ტრენინგი“ განხორციელდა by ეროვნული თავდაცვის აკადემია