ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამხედრო მოსამსახურეებს უწყებრივი მედლები გადაეცათ. აკადემიის რექტორმა, პოლკოვნიკმა მამია ბალახაძემ უწყებრივი მედლით ,,საუკეთესო სამხედრო” დააჯილდოვა კაპიტანი შოთა ქვრივიშვილი და სერჟანტი ლევან ბეგლარაშვილი.
,,საუკეთესო სამხედროს” გამოვლენა და მათი დაჯილდოება ხორციელდება თავდაცვის მინისტრის, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით.
ეროვნული თავდაცვის აკადემია ულოცავს დაჯილდოებულ სამხედრო მოსამსახურეებს და უსურვებს წარმატებებს კარიერულ წინსვლაში.