ფინანსთა მინისტრი: საჯარო სკოლის მასწავლებელთა და მანდატურთა ხელფასი 125 ლარით გაიზრდება
2023 წლიდან საჯარო სკოლის მასწავლებელთა და სკოლის მანდატურთა ხელფასი 125 ლარით გაიზრდება.
ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.
მისივე განცხადებით, მუნიციპალიტეტების გაზრდილი შემოსავლების ფარგლებში შესაძლებელი იქნება საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ხელფასების გაზრდა 100 ლარის ოდენობით.
„განათლების და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება გაზრდილი არის 290 მილიონ ლარზე მეტით, რომლის ფარგლებშიც საჯარო სკოლის მასწავლებელთა დაფინანსებას, ხელფასს ვზრდით 125 ლარით, ასევე 125 ლარით გაიზრდება მანდატურების ხელფასები. საჯარო სკოლის ადმინისტრაციის პერსონალის ხელფასები გაიზრდება, როგორც ყველა სხვა უწყებაში 10%-ის ოდენობით, ასევე ვზრდით პროფესიულ სასწავლებლების პედაგოგთა საათობრივ ანაზღაურებას 15 ლარიდან 18 ლარამდე. ვიწყებთ 500-ზე მეტი საჯარო სკოლის რეაბილიტაციას და მშენებლობას, რომლისთვისაც უკვე 2023 წელს გათვალისწინებული არის 300 მილიონ ლარამდე დაფინანსების გაზრდა. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტების გაზრდილი შემოსავლების ფარგლებში შესაძლებელი იქნება საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ხელფასების გაზრდა ასევე 100 ლარის ოდენობით“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
ამავე თემაზე:
ვის გაეზრდება ხელფასები განათლების სექტორში მომავალი წლიდან – პრემიერი 2023 წლის ბიუჯეტის დეტალებზე
-
განათლების სამინისტრო სასკოლო ფორმებზე: კომპანიამ, რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი წარმოადგინა, მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა
by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
რა დაჯდება 2026 წელს სახელმწიფო უმაღლესებში ჩარიცხული 21 600-მდე სტუდენტის უფასოდ სწავლა? – რის თქმა (ვერ) შეძლო EDU.ARIS.GE-სთან განათლების მინისტრის მოადგილემ
by ARIS.GE-განათლება
-
შეუძლია თუ არა სტუდენტს, რომელიც ფასიანზე სწავლობს, უფასო სწავლების მოდელით ისარგებლოს – განათლების სამინისტროს პასუხი
by ARIS.GE-განათლება