ვის გაეზრდება ხელფასები განათლების სექტორში მომავალი წლიდან – პრემიერი 2023 წლის ბიუჯეტის დეტალებზე
„მაღალი ეკონომიკური მაჩვენებლების გამო, ბიუჯეტში მეტი შემოსავალი გაჩნდა“, – ამის შესახებ საქართველსო პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 30 სექტემბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა და თქვა, თუ რა მაშვენებლები იქნება 2023 წლის ბიუჯეტში ამ მოცემულობის გათვალისწინებით.
მისი თქმით, 2023 წელს, საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასები კიდევ 10%-ით გაიზრდება.
„რაც შეეხება განათლებას, რომელიც არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი, მინდა ძალიან მოკლედ ვთქვა, საჯარო სკოლების მასწავლებელთა ხელფასების დანამატები იზრდება, ასევე მანდატურების ხელფასები გაიზრდება, საჯარო სკოლების ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასები გაიზრდება 10%-ით, რაც ყველა საჯარო მოხელეს შეეხება. ასევე, ჩვენ გავზრდით პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესორ-მასწავლებლების საათობრივ ანაზღაურებას. ვიწყებთ 500-ზე მეტი საჯარო სკოლის რეაბილიტაციას და მშენებლობას იანვრიდან. ასევე, შესაძლებელი იქნება საბავშვო ბაღის თანამშრომელთა ხელფასების ზრდაც. ესეც გათვალისწინებული გვაქვს ამ ბიუჯეტში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, მათ გაასამმაგეს ბავშვთა დახმარება 150-ლარამდე და თუკი ბიუჯეტი ამის შესაძლებლობას მისცემთ, ეს მატება კიდევ გაგრძელდება.
ასევე იხილეთ:
ფინანსთა მინისტრი: საჯარო სკოლის მასწავლებელთა და მანდატურთა ხელფასი 125 ლარით გაიზრდება
-
განათლების სამინისტრო სასკოლო ფორმებზე: კომპანიამ, რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი წარმოადგინა, მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა
by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
რა დაჯდება 2026 წელს სახელმწიფო უმაღლესებში ჩარიცხული 21 600-მდე სტუდენტის უფასოდ სწავლა? – რის თქმა (ვერ) შეძლო EDU.ARIS.GE-სთან განათლების მინისტრის მოადგილემ
by ARIS.GE-განათლება
-
შეუძლია თუ არა სტუდენტს, რომელიც ფასიანზე სწავლობს, უფასო სწავლების მოდელით ისარგებლოს – განათლების სამინისტროს პასუხი
by ARIS.GE-განათლება