გამოიცანით რომელი 25 პოპულარული ფილმია დაშიფრული ამ სურათზე
IMDb-ს ბაზაში ახლა 538 353 ფილმი მოიძებნება. ყველას ყურება რა თქმა უნდა შეუძლებელია და ბევრი მათგანი მაყურებლის ყურადღების მიღმა რჩება. თუმცა არის ისეთი ფილმებიც, რომლებიც ყველას: ჩვენ, თქვენ, ჩვენ მეგობრებს და მეზობლის კატასაც კი აქვს ნანახი. იმის გაგება იცნობს თუ არა ადამიანი კონკრეტულ კინოშედევრს მარტივია, ციტატები პაროლები, საკულტო საგნები კი სხვადასხვაგვარი მინიშნება ხდება.
გთავაზობთ თქვენი მეხსიერების შემოწმებას და ამ ილუსტრაციაზე 25 ყველასათვის ნაცნობი ფილმის გამოცნობას:
აბა, დავიწყოთ:
ახლა კი მოვემზადოთ სწორი პასუხებისთვის:
და აი ისიც:
- ოქროს სნიჩი ფილმების სერიიდან ჰარი პოტერის შესახებ (Harry Potter);
- კაპიტან ჯეკ ბეღურას ქუდი ფილმების სერიიდან ,,კარიბის ზღვის მეკობრეების“ (Pirates of the Caribbean);
- ჯონ კრამერის ნიღაბი ფილმების სერიიდან ,,ხერხი“ (Saw);
- მეის ვინდუს მანათობელი ხმალი ფილმიდან ,,ვარსკვლავური ომები. ეპიზოდი II: კლონების თავდასხმა“ (Star Wars: Episode II – Attack of the Clones);
- ხვრელი კარში ფილმიდან ,,ნათება“ (The Shining);
- პლაკატი რიტა ჰეივორთის გამოსახულებით ფილმიდან ,,გაქცევა შოუშენკიდან“ (Shawshank Redemption)
- დონ კორლეონეს სმოკინგი ფილმიდან ,,ნათლია“ (The Godfather);
- წითელი ბუშტი ფილმიდან ,,ის“ (It)
- ფორესტ გამპის ჩემოდანი, ამავე სახელწოდების ფილმიდან (Forrest Gump);
- ტონი სტარკის რეაქტორი ფილმების სერიიდან რკინის კაცზე (Iron Man)
- ვარსკვლავური ლორდის ფლეიერი ფილმიდან ,,გალაქტიკის მცველები“ (Guardian of the Galaxy);
- ვარდი ფილლმიდან ,,მზეთუნახავი და ურჩხული” (Beauty and the Beast);
- დაფა წარწერით ,,ადამიანი“ ფილმიდან ,,ჩამოსვლა“ (Arrival);
- ლეონის კუთვნილი ფიკუსი, ამავე სახელწოდების ფილმიდან (Leon);
- მარტი მაკფლაის თვითშემკვრელი სპორტული ფეხსაცმელი ფილმიდან ,,უკან მომავალში“ (Back to Future);
- წინასწარმეტყველებს ბურთი ფლმიდან ,,მე-60 ავტობანი“ (Interstate 60);
- ოთხი ქვა-ელემენტი ფილმიდან ,,მეხუთე ელემენტი“ (The Fifth Element);
- გულსაკიდი ,,ოკეანის გული“ ,,ტიტანიკიდან“ (Titanic);
- კობის ბზრიალა ფილმიდან ,,დასაწყისი“ (Inception);
- მეხსიერების წამშლელი ფილმიდამნ ,,ადამიანები შავებში“ (Men in Black);
- სამაგიდო თამაში ,,ჯუმანჯუდან“ (Jumanji);
- ხალიჩა ,,დიდი ლებოვსკიდან“ (The Big Lebowski);
- წიტელი და ლურჯი აბები ,,მატრიცადან“ (The Matrix)
- კოლეგების მიერ ჯონ ნეშისთვის ნაჩუქარი კალმები ფილმიდან ,,რწყინვალე გონება“ (A Beautiful Mind);
- საურონის ბეჭედი ფილმების სერიიდან ,,ბეჭდების მბრძანებელი“ (The Lord of the Rings)
გაგვიზიარეთ რამდენი ფილმის ამოცნობა შეძელით?
მოამზადა თეა ინაშვილმა
წყარო: adme