გამოქვეყნდა, რომელ პროგრამაზე რამდენ აბიტურიენტს მიიღებენ სახელმწიფო უნივერსიტეტები 2026 წელს – ადგილების რაოდენობები
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ დამტკიცდა და უკვე ცნობილია 2026-2027 სასწავლო წლისათვის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმების) მიხედვით, ერთიანი ეროვნული გამოცდებით, ასევე სამაგისტრო გამოცდებით და ერთიანი ეროვნული გამოცდების, ასევე სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობები.
იხილეთ ადგილების რაოდენობები სახელმწიფო უნივერსიტეტებისა და პროგრამების მიხედვით ექსელის ფაილების სახით:
ერთიანი ეროვნული გამოცდებით, ასევე ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა უნივერსიტეტებისა და საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით:
სამაგისტრო გამოცდებით, ასევე სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა უნივერსიტეტებისა და პროგრამების მიხედვით:
პრემიერ-მინისტრის დდადგენილებაში ასევე განმარტებულია გამოცდების გავლის გარეშე გამონაკლისის დაშვების საკითხიც. დეტალურად იხილეთ: ირაკლი კობახიძის დადგენილება.
ამავე თემაზე:
-
შემადგენლობა განახლდა – სკოლების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საკითხებს სამთავრობო კომისია განიხილავს
by ARIS.GE-განათლება
-
განათლების სამინისტროს რომელ პროგრამებს აქვს დაბალი ათვისება – აუდიტის სამსახურის დასკვნა ბიუჯეტზე
by ARIS.GE-განათლება
-
როგორი უნდა იყოს სკოლის სპეციალური მასწავლებელი – კომპეტენციები და ეთიკის ნორმები ახალ სტანდარტში გაიწერა
by ARIS.GE-განათლება