რომელი აბიტურიენტები ჩაირიცხებიან სახელმწიფო უნივერსიტეტში გამონაკლისის სახით – მთავრობის გადაწყვეტილება
საქართველოს მთავრობამ დღეს, 12 თებერვალს, სახელმწიფო უნივერსიტეტებში ფაკულტეტების გადანაწილების (კვოტების) შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროვა. გაცხადდა რომელი სახელმწიფო უნივერსიტეტი რომელ მიმართულებაზე შეძლებს სტუდენტების მიღების გამოცხადებას და გავიგეთ ისიც, რომ 2026 წელს, სახელმწიფო უნივერსიტეტებში მისაღები კონტინგენტი, დაახლოებით, 2 000 სტუდენტით გაიზრდება და 21 300-ით განისაზღვრება.
აბიტურიენტებისთვის საინტერესოა ასევე ინფორმაცია, რომელიც სახელმწიფო უნივერსიტეტში გამონაკლისი წესით ჩარიცხვას ითვალისწინებს. ამაზე განათლების მინისტრმა სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა.
ვინ ჩაირიცხება სახელმწიფო უნივერსიტეტში გამონახლისის სახით:
“დადგენილ კვოტებზე დამატებით სტუდენტთა მიღება გამონაკლისის სახით შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ბოლო ადგილზე მოხვდა თანაბარი ქულების მქონე ორი ან მეტი სტუდენტი;
ან, თუ საქართველოს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირები ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე განაცხადებენ სწავლის სურვილს სახელმწიფო უნივერსიტეტის შესაბამის პროგრამაზე”, – განაცხადა სპეციალურ ბრიფინგზე განათლების მინისტრმა.
რატომ განსაზღვრავს სახელმწიფო უნივერსიტეტებში კვოტებს საქართველოს მთავრობა?
როგორც ცნობილია, საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ, მთავრობას ამ მიმართულებით ახალი უფლებები მიენიჭა: “საქართველოს მთავრობა, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარდგინებით, ყოველწლიურად დაამტკიცებს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული/სამაგისტრო გამოცდებით, ასევე ერთიანი ეროვნული/სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას – როგორც უნივერსიტეტის, ისე კონკრეტული საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმების) მიხედვით. გარდა ამისა, საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსების წესსა და პირობებს”.
ასევე იხილეთ:
სახელმწიფო უნივერსიტეტები წელს 21 000-ზე მეტ სტუდენტს მიიღებენ – კონტინგენტი 2 000-ით იზრდება
რომელ სახელმწიფო უნივერსიტეტში რა სპეციალობებზე გამოცხადდება მიღება – ჩამონათვალი
-
„რეპეტიტორიუმისთვის ახალი სასწავლო პროგრამა და შესაბამისი სახელმძღვანელოები უნდა შემუშავდეს“ – ირაკლი კობახიძე
by ამბები ზოგადი განათლებიდან
-
„სექტემბერში უმაღლესი განათლება გაიაფდა, საშუალო განათლება კი გაძვირდა“ – საქსტატის უახლესი მონაცემები
by ARIS.GE-განათლება
-
2030 წლისთვის პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხულთა რაოდენობა 70 ათასამდე უნდა გაიზარდოს – კიდევ რა გეგმა აქვს მთავრობას
by პროფესიული განათლების ამბები