გამოწვევები, ახალი პროგრამები, გეგმები – ეროვნული თავდაცვის აკადემია 2020-2021 სასწავლო წლის პირველ სემესტრს აჯამებს
დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია 2020-2021 სასწავლო წლის პირველ სემესტრს აჯამებს. საკითხთან დაკავშირებით EDU.ARIS.GE-ს კითხვებს სასწავლებლის რექტორის მოადგილემ სასწავლო დარგში ვიცე-პოლკოვნიკმა დავით რაზმაძემ უპასუხა.
– რა გამოწვევის წინაშე დადგა ეთა პანდემიის პირობებში?
– ყველაზე დიდი გამოწვევა არის ის რომ, ვერ ხორციელდება პრაქტიკული მეცადინეობები პრაქტიკულ ნაწილში (მაგ.: ლაბორატორიული კვლევები, საველე სწავლებები და ა.შ.)
რაც შეეხება დისტანციურ სწავლებაზე გადასვლას, ძალიან მოკლე დროში იქნა მოძიებული შესაბამისი ელექტრონული პლატფორმა და ამ პლატფორმაზე განხორციელდა სასწავლო პროცესის გადაწყობა. ამ პროცესს ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად გავართვით თავი და სულ რაღაც 7 დღეში მოვახერხეთ დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა.
– როგორ მოახერხეთ კორონავირუსის პანდემიის პირობებზე მორგება?
– პირველ რიგში, დისტანციური სწავლების უზრუნველსაყოფად შევარჩიეთ ელ. პლატფორმა, მოვამზადეთ მატერიალური ბაზა შესაბამისი პროგრამებით, გარკვეული ცვლილებები განიცადა სილაბუსებმა სწავლების და შეფასების ნაწილში.
ყველა იუნკერი უზრუნველყოფილ იქნა ინტერნეტით, ხოლო იმ იუნკრებს, რომელთაც საცხოვრებელი ადგილიდან გამომდინარე არ ქონდათ ე.წ. საკაბელო ინტერნეტით, უზრუნველყოფილ იქნა უკაბელო/მობილური ინტერნეტით.
მუდმივად ხორციელდება სასწავლო პროცესის მონიტორინგი.
შემუშავდა ელექტრონული სწავლების მარეგულირებელი წესი.
– როგორ დაძლიეს სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა სწავლების ახალი მეთოდი?
– საწყისი პერიოდისთვის პრობლემები გამოვლინდა თანამედროვე ტექნოლოგიების შესაძლებლობებთან შეგუება (ვირტუალურ სივრცეში ლექციების განხორციელება, ვირტუალურ ლექციებზე შეგუება) ამ ეტაპისთვის სირთულეები დაძლეულია და სასწავლო პროცესის მიმდინარეობა როგორც ლექტორებისთვის, ასევე იუნკერებისთვის საკმაოდ გამარტივებული.
– როგორ შეაფასებდით პირველ სემესტრს და რა იქნება მეორე სემესტრში?
პირველმა სემესტრს ვაფასებთ დადებითად, რა თქმა უნდა, გარკვეული სირთულეებით, რომლებიც გამოწვეული იყო პანდემიით. მეორე სემესტრს ვხვდებით უფრო მომზადებულები, გათვალისწინებულია ყველა ის პრობლემა, რომელიც გამოვლინდა პირველი სემესტრის პერიოდში, რაც უფრო მაღალ სტანდარტზე გასვლის საშუალებას მოგვცემს და ვიმედოვნებთ დისტანციური სწავლებიდან ჩვეულ რეჟიმში სწავლის გაგრძელებას.
– როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
– მომავალი სასწავლო წლისთვის ვიწყებთ მიღებას ბაკალავრიატის მექანიკის ინჟინერიაზე, ვგეგმავთ ახალ სამაგისტრო პროგრამების დამატებას, ვფიქრობთ, რომ აღნიშნული სიახლე კიდე უფრო მიმზიდველს და მრავალფეროვანს გახდის ეროვნულ თავდაცვის აკადემიას და, რა თქმა უნდა, ახალი მიმართულების დამატება კიდე უფრო წაადგება თავდაცვის ძალებს როგორც აკადემიის ძირითად დამკვეთს შესაბამის პროფესიის მქონე სპეციალისტებით დაკომპლექტების საკითხში.
- ეროვნული თავდაცვის აკადემიაში 2023 წლის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა by ეროვნული თავდაცვის აკადემია
- ეროვნული თავდაცვის აკადემიაში საახალწლო ნაძვის ხის ანთების საზეიმო ღონისძიება გაიმართა by ეროვნული თავდაცვის აკადემია
- ეროვნული თავდაცვის აკადემიაში დისტანციური კურსი „ტრენერთა ტრენინგი“ განხორციელდა by ეროვნული თავდაცვის აკადემია