განათლების მინისტრის მოადგილემ წარჩინებული მოსწავლეებისთვის კომპიუტერების გადაცემის მაქსიმალური ვადა დააზუსტა
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, წარჩინებული მოსწავლეები კუთვნილ დაგვიანებულ კომპიუტერებს მაქსიმუმ 2022 წლის დასაწყისში მიიღებენ.
როგორც დღეს დგებუაძემ EDU.ARIS.GE-ს უთხრა, კომპიუტერების გადაცემა პანდემიის გამო შექმნილი მიზეზებით დაგვიანდა. მისივე თქმით, განათლების სამინისტრომ ყველა პრობლემა მოაგვარა და ახლა უკვე ტენდერის ვადებზეა დამოკიდებული კომპიუტერების გადაცემა.
“სავარაუდო თარიღის დასახელება ნამდვილად გამიჭირდება. შემიძლია გითხრათ, რომ გადავცემთ. ამისთვის ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ. იყო გარკვეული გამოწვევები პანდემიის გამო, ტექნიკის ჩამოტანის კუთხით. ამ მიზეზით დაგვიანდა ჩამოტანა, ფინანსურად გაიზარდა. ჩვენ ყველა პრობლემა მოვაგვარეთ და ახლა ველოდებით სწორედ ტენდერის დასრულების შემდეგ, იმ ვადებში, რა ვადებიც იქნება დადგენილი, ყველა მოსწავლე მიიღებს თავის კუთვნილს”, – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.
EDU.ARIS.GE-ს შეკითხვაზე, მოესწრება თუ არა ეს წელს, დგებუაძემ აღნიშნა: “ვცდილობთ, თუ არადა, მომავალი წლის დასაწყისში მიიღებენ”.
როგორც EDU.ARIS.GE-მ ნოემბრის დასაწყისში გაარკვია, ტენდერი 2019-2020 და 2020-2021 სასწავლო წლის წარჩინებულთათვის კომპიუტერების შეძენის მიზნით, უკვე გამოცხადებულია (ეს უკვე მეორე მცდელობაა ავტ.), ხოლო ტექნიკის შეძენა წესით, დეკემბრის თვეში უნდა განხორციელდეს.
ასევე იხილეთ:
„კომპიუტერი აბსოლუტურად ყველა წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცემა“ – სამინისტროს განმარტება
-
ოქროსა და ვერცხლის მედლებს ბოლო ორი სასწავლო წლის 15 ათასამდე კურსდამთავრებული ელოდება – რას პასუხობს „საგანმანათლებლო რესურსები“ EDU.ARIS.GE-ს
by ARIS.GE-განათლება
-
განათლების ხარჯები 400 მილიონი ლარით იზრდება – რა (არ) წერია 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველად ვარიანტში ხელფასებზე
by ARIS.GE-განათლება
-
პარლამენტი განათლების სამინისტროს განმეორებით ავალებს, სახელმწიფო უწყებებს წვდომა ჰქონდეთ უმაღლესი და პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემებზე
by ARIS.GE-განათლება