განათლების მინისტრმა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში ცვლილებები დააანონსა – განცხადება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, რომელსაც დღეს საკანონმდებლო ორგანოში მინისტრის საათის ფარგლებში უსმენენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში მორიგი ცვლილებები დააანონსა.
“მომავალი თაობის განვითარებაში მასწავლებელს გადამწყვეტი როლი აკისრია. სწორედ ამიტომ, სამინისტრომ, მასწავლებლის პროფესიული განვითარების გადახედვის პროცესი დაიწყო. შექმნილია განათლების ექსპერტებისგან დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფი, რომელიც სქემის ალტერნატიულ მოდელებზე მუშაობს და რომლის განხილვის პროცსი ყველა მოქმედი მასწავლებლისთვის იქნება ხელმისაწვდომი”, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
მინისტრის საათი საქართველოს პარლამენტში დღეს კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება.
შეგახსენებთ, რომ საზოგადოება სქემის შესახებ ახალ, მასწავლებლსი პროფესიის რეგულირების დოკუმენტებს უკვე წლებია ელის. თავად სქემამ კი, 2014 წლის შემდეგ, არაერთი ცვლილება განიცადა, რომელიც უმეტესად კრიტიკულად ფასდებოდა.
ასევე იხილეთ:
„სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსი ახალი მეთოდოლოგიით ჩატარდება“ – სამინისტრომ ვადაც დაასახელა
-
ცნობილია სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შედეგები, ტესტი და სწორი პასუხები – გამოცდები 2026
by საგრანტო კონკურსის სიახლეები
-
გამოქვეყნდა გამსვლელი ქულა ლიტერატურაში, შეფასების სქემა და აბიტურიენტთა შედეგები – გამოცდები 2026
by ARIS.GE-განათლება
-
„მესამე სემესტრიდან სტუდენტისთვის დაფინანსების შემცირებას ერთადერთი მიზეზი აქვს“
by ARIS.GE-განათლება