განათლების სამინისტრო თსუ-ში განვითარებული მოვლენების შესახებ განცხადებას ავრცელებს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეხმიანება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 10 ივნისს განვითარებულ მოვლენებს, რა დროსაც სტუდენტების ნაწილმა რექტორატი დაიკავა.
“სამინისტროსთვის მიუღებელია ყოველგვარი ძალადობრივი ქმედება და შესაბამისად, გმობს პროტესტის გამოხატვის იმ ძალადობრივ ფორმებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა 10 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
სამინისტრო პატივს სცემს თითოეული სტუდენტის გამოხატვის თავისუფლებას, თუმცა პროტესტის ძალადობრივი ფორმა დაუშვებელია.
იმედს გამოვთქვამთ, რომ ყველა გამოწვევის დაძლევა აკადემიური სასწავლო სივრცისა და საუნივერსიტეტო საზოგადოებისთვის შესაბამის ფორმატში მოხდება”, – ვკითხულობთ განათლების სამინისტროს განცხადებაში.
სტუდენტების ნაწილი მეორე დღეა იკავებს უნივერსიტეტის რექტორატს, მათი მოთხოვნებია ფინალური გამოცდების ონლაინ რეჟიმში ჩატარება და თსუ-ის რექტორის გადადგომა. 10 ივნისს, რექტორატის შესასვლელთან მომხდარი დაპირისპირებისას, უნივერსიტეტის დეკანი და დაცვის რამდენიმე თანამშრომელი დაშავდა.
ასევე იხილეთ:
თსუ-ის აკადემიური საბჭო ფინალური გამოცდების დასწრებულ ფორმატში ჩატარებას სამართლიანად მიიჩნევს
-
„რეპეტიტორიუმისთვის ახალი სასწავლო პროგრამა და შესაბამისი სახელმძღვანელოები უნდა შემუშავდეს“ – ირაკლი კობახიძე
by ამბები ზოგადი განათლებიდან
-
„სექტემბერში უმაღლესი განათლება გაიაფდა, საშუალო განათლება კი გაძვირდა“ – საქსტატის უახლესი მონაცემები
by ARIS.GE-განათლება
-
2030 წლისთვის პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხულთა რაოდენობა 70 ათასამდე უნდა გაიზარდოს – კიდევ რა გეგმა აქვს მთავრობას
by პროფესიული განათლების ამბები