მეცნიერების შესახებ ინტერნეტარხი „მეცნიერების სამყარო“ შეიქმნება
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ვებგვერდზე ინტერნეტარხი „მეცნიერების სამყარო“ შეიქმნება.
პროექტის პრეზენტაცია 27 ივლისს გაიმართა.
როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა განაცხადა მნიშვნელოვანია, რომ ახალი სამეცნიერო პლატფორმა ხელს შეუწყობს როგორც ახალგაზრდა და ღვაწლმოსილი მეცნიერების წარმოჩენას, ასევე საზოგადოებისთვის ყველა იმ პროექტის გაცნობას, რომელიც დაფინანსებულია ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ.
„ინტერნეტარხი ხელს შეუწყობს საქართველოს მდიდარი სამეცნიერო ტრადიციების, ცნობილი სამეცნიერო სკოლების, მათი ფუძემდებლების მოღვაწეობის საზოგადოებისათვის, მათ შორის, ახალგაზრდებისათვის გაცნობას, მემკვიდრეობითობის შენარჩუნებას, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სისტემაში მიმდინარე სიახლეების მხარდაჭერას“, – განაცხადა შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის ხელმძღვანელმა ჯაბა სამუშიამ.
განათლების სამინისტროს ინფორმაცით, ინტერნეტარხი ხელს შეუწყობს საქართველოს მდიდარი სამეცნიერო ტრადიციების, ცნობილი სამეცნიერო სკოლების, მათი ფუძემდებლების მოღვაწეობის საზოგადოებისათვის, მათ შორის, ახალგაზრდებისათვის გაცნობას, მემკვიდრეობითობის შენარჩუნებას, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სისტემაში მიმდინარე სიახლეების მხარდაჭერას.
-
აბიტურიენტის ცნობარის მომზადებას კიდევ ერთი თვე დასჭირდება – რა უნდა იცოდეთ
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
„განათლების სამინისტრო სასკოლო ფორმებს ჩინეთში განთავსებული სამკერვალოსგან შეიძენს“
by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
ახალი სასწავლო წლიდან მოსწავლეებს ღირებულებით განათლებას კიდევ 129 სასულიერო პირი ასწავლის – სკოლებში 175 კლუბი უკვე ფუნქციონირებს
by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო