განათლების სამინისტროს კერძო სკოლების დაფინანსების უფლებაც მიენიჭება
„ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში“ დაგეგმილი ცვლილების თანახამად, შესაძლოა, კერძო სკოლების დაფინანსებაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოხდეს. აღნიშნულ ცვლილებას პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტზე უკვე დაუჭირეს მხარი. როგორც კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში EDU.ARIS.GE-სთან განმარტავს, ამ ცვლილებით კერძო და საჯარო სექტორიც ერთნაირ პირობებში იქნებიან, რაც სწორია.
,,დღეისთვის საჯარო სკოლებში შესაძლებელია მიზნობრივი პროგრამების დაფინანსება როგორც შემოქმედებითი, ასევე სასკოლო კულტურული და სხვა ღონისძიებებისთვის. იგივე არ ვრცელდებოდა კერძო სკოლებთან დაკავშირებით და გარდა ამისა, დღევანდელი მოცემულობით დაფინანსების მოდელები განსხვავებულია კერძო და საჯარო სკოლებს შორის, რაც არაჯანსაღი კონკურენცის პირობებს ქმნის როგორც კერძო სექტორის მდგრადობის თვალსაზრისით, ასევე ჯანსაღი კონკურენციის შექმნის პირობებში. კანონის დღევანდელი რედაქციით გათვალსიწინებული ცვლილება უფლებამოსილებას ანიჭებს სამინისტროს, რომ მან ინდივიდუალურ რეჟიმში განსაჯოს მიზნობრიობიდან გამომდინარე არგუმენტირებული დასაბუთების გათვალისიწნებით კერძო სექტორის დაფინანსების საკითხი,“-განაცხადა მარიამ ჯაშმა.
კერძო სკოლების დაფინანსების საკითხს ასევე მხარს უჭერს, განათლების კომიტეტის წევრი “ნაციონალური მოძრაობიდან” სერგი კაპანაძე, რომელც თვლის, რომ ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება ერთნაირ პირობებში უნდა იყოს.
,,მემგონი ეს არ არის ცუდი იდეა. ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება უნდა იყოს ერთნაირ პირობებში და არ შეიძლება, რომ კონკურენცია ხელოვნურად იყოს შეზღუდული. მაგალითად იმ ფორმით, რომ ვიღაცას ჰქონდეს საშუალება გრანტები მიიღოს და ვიღაცას არ ჰქონდეს საშუალება. ეს არის მმართველობს ფორმა და საქმიანობის განხორციელებასთან ამას კავშირი არუნდა ჰქონდეს,“- აღნიშნა სერგი კაპანაძემ EDU.ARIS.GE-სთან.
საკანონდმებლო ცვლილების განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობას მიენიჭება უფლებამოსილება დაამტკიცოს შესაბამისი მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში კერძო სკოლების დაფინანსების წესი და პირობები. ამის საფუძველზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიეცემა შესაძლებლობა დააფინანსოს კერძო სკოლები.
საყურადღებოა, რომ „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, საჯარო სკოლა უფლებამოსილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიიღოს დამატებითი დაფინანსება გაზრდილი ვაუჩერის სახით ან/და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული შესაბამისი მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, ხოლო აღნიშნული უფლებამოსილება კერძო სკოლების შემთხვევაში არ არის გათვალისწინებული, შესაბამისად, აღნიშნული ცვლილების მიხედვით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიეცემა შესაძლებლობა, კერძო სკოლების საჭიროებიდან გამომდინარე, შეძლოს მათი დაფინანსება შესაბამისი მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული წესისა და პირობების გათვალისწინებით. აღნიშნული მიზნით, ცვლილება შედის ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლში, 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტსა და 26-ე მუხლის პირველი პუნქტში.
სკოლის დირექტორის თანამდებობაზე პირის დანიშვნის კუთხით შეზღუდვა დაწესდება
მოსწავლისა და მასწავლებლის დისციპლინური დევნის წესში ცვლილება შევა
თეონა გიორგაძე – ქუთაისი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება