სკოლის დირექტორის თანამდებობაზე პირის დანიშვნის კუთხით შეზღუდვა დაწესდება
„ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში“ ცვლილების განხორციელება იგეგმება, რომლის თანახმად, პირი, რომელიც განზრახ ჩადენილი დანაშაულისთვის არის ნასამართლევი და არ აქვს მოხსნილი ნასამართლობა, ვერ იმუშავებს სკოლის დირექტორის პოზიციაზე.
„კანონპროექტი ითვალისწინებს დირექტორად/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად განწესების შეზღუდვას, იმ შემთხვევაში თუ პირი ნასამართლევია განზრახ ჩადენილი დანაშაულისათვის და მოხსნილი არ აქვს ნასამართლობა. აღსანიშნავია, რომ სკოლის დირექტორს, დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, უფლება აქვს ჩაატაროს საგაკვეთილო საათები, ხოლო ,,ზოგადი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის მიხედვით მასწავლებელი არ შეიძლება იყო პირი, რომელიც ნასამართლევია განზრახ ჩადენილი დანაშაულისთვის და მოხსნილი არ აქვს ნასამართლობა. შესაბამისად, მიზანშეწონილია დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობის დაკავება არ მოხდეს თანამდებობისთვის შეუფერებელი პირის მიერ“,– ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში, რომლის ინიციატორიც საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტია.
სკოლის დირექტორის ეთიკის კოდექსი
სკოლის დირექტორის 21 ქმედება, რაც გავლენას ახდენს მოსწავლეთა მიღწევებზე
-
რა კითხვები შეიძლება დაგვისვას კომისიამ და როგორ დავიცვათ ხედვა გასაუბრებაზე – შეფასების რუბრიკა მასწავლებლის კარიერული წინსვლისთვის (დოკუმენტი)
by განათლებული ბლოგი
-
მორიგი ცვლილება განათლების სამინისტროში კადრების მიმართულებით – EMIS-ის ხელმძღვანელს 3 მოადგილე ეყოლება
by ARIS.GE-განათლება
-
შემადგენლობა განახლდა – სკოლების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საკითხებს სამთავრობო კომისია განიხილავს
by ARIS.GE-განათლება