გერმანიაში სასწავლო პროცესი მაისის დასაწყისში განახლდება
გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა პრეს-კონფერენციაზე ქვეყნის, კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის, იზოლაციის რეჟიმიდან გამოსვლის კონცეფცია წარადგინა. ის ფედერალურმა ხელისუფლებამ და რეგიონალურმა მთავრობებმა შეიმუშავა.
გეგმის თანახმად, არასასურსათო მაღაზიებს, რომელთა ფართი 800 კვადრატულ მეტრს არ აღემატება, მუშაობის აღდგენა საჭირო სანიტარული ზომების დაცვის პირობით შეუძლიათ.
რაც შეეხება სასწავლო პროცესს, ის სკოლებში 4 მაისიდან, ეტაპობრივად განახლდება. თავიდან გაკვეთილების ჩატარება გამოსაშვებ, შემდეგ კი უმცროს კლასებში დაიწყება. მასობრივი ღონისძიებების აკრძალვა ზაფხულის ბოლომდე იგეგმება.
ანგელა მერკელის თქმით, ხელისუფლება ქვეყანაში შექმნილ სიტუაციას დააკვირდება და ყოველ ორ კვირაში, საჭიროების შემთხვევაში, შემუშავებულ სტრატეგიაში კორექტივებს შეიტანს.
გერმანიაში კორონავირუსის ინფექციის თითქმის 133 ათასი შემთხვევა დაფიქსირდა. ამასთან, ქვეყანაში ვირუსისგან საშუალოდ 3,5 ათასი ადამიანი გარდაიცვალა.
მოამზადა თეა ინაშვილმა
წყარო: meduza.io