გიორგი გახარია: გადწყვეტილება მიღებულია, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლების სამინისტროსგან გამოიყოფა
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ, პარლამენტში სამთავრობო პროგრამის წარდგენისას, დეპუტატების კითხვების საპასუხოდ განაცხადა, რომ განათლების სამინისტროსგან კულტურისა და სპორტის კომპონენტის გამოყოფა გადაწყვეტილია და მისი აღსრულება თებერვლის თვეს არ გადასცილდება.
„ამ საკითხზე ბევრი ვიმსჯელეთ, და ეს გადაწყვეტილება მიღებულია შემიძლია ღიად გითხრათ, კულტურის და სპორტის სამინსტრო, როგორც იყო ადრე, განათლების სამინისტროსგან გამოიყოფა. ეს დამოკიდებულია იმ საკანონმდებლო პროცედურებზე, სამართლებრივ პროცედურებზე, რომელიც აუცილებელია და ვფიქრობ, რომ თებერვლის თვეს ეს არ გადასცდება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
-
განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მასწავლებლებს მიმართავს
by ARIS.GE-განათლება
-
რა კითხვები შეიძლება დაგვისვას კომისიამ და როგორ დავიცვათ ხედვა გასაუბრებაზე – შეფასების რუბრიკა მასწავლებლის კარიერული წინსვლისთვის (დოკუმენტი)
by განათლებული ბლოგი
-
მორიგი ცვლილება განათლების სამინისტროში კადრების მიმართულებით – EMIS-ის ხელმძღვანელს 3 მოადგილე ეყოლება
by ARIS.GE-განათლება