„გლობალური-რეგიონალური უსაფრთხოების გამოწვევები და თავდაცვის ძალები“ – საერთაშორისო კონფერენცია ეროვნული თავდაცვის აკადემიაში
ეროვნული თავდაცვის აკადემიაში საერთაშორისო კონფერენცია „გლობალური – რეგიონალური უსაფრთხოების გამოწვევები და თავდაცვის ძალები“ ონლაინ რეჟიმში გაიმართა. ღონისძიება ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის მოადგილემ, ვიცე-პოლკოვნიკმა დავით რაზმაძემ გახსნა. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა და სიტყვით მიმართა რექტორის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ლევან ქავთარაძემ.
კონფერენციის თემის აქტუალობიდან გამომდინარე, ღონისძიება საინტერესო განხილვისა და დისკუსიის ფორმატში წარიმართა. ღონისძიების მსვლელობისას მომხსენებლები შეეხნენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა: სახელმწიფო შესყიდვების გავლენა ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე; თანამედროვე ეპოქით გამოწვეული სტრესი და მისი მენეჯმენტი; განათლება მშვიდობისა და მდგრადი განვითარებისათვის და ასე შემდეგ.
მსგავსი სახის კონფერენციები მონაწილეებს საშუალებას აძლევს ერთმანეთს გაუზიარონ ინფორმაცია, იმსჯელონ ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე აქტუალურ პროცესებთან დაკავშირებით.
- ეროვნული თავდაცვის აკადემიაში 2023 წლის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა by ეროვნული თავდაცვის აკადემია
- ეროვნული თავდაცვის აკადემიაში საახალწლო ნაძვის ხის ანთების საზეიმო ღონისძიება გაიმართა by ეროვნული თავდაცვის აკადემია
- ეროვნული თავდაცვის აკადემიაში დისტანციური კურსი „ტრენერთა ტრენინგი“ განხორციელდა by ეროვნული თავდაცვის აკადემია