როგორ არ მოვეშვათ არდადეგებზე – გონების გასავარჯიშებელი 10 აპლიკაცია ყველა ასაკისთვის
გინდათ თქვენი ტვინის უჯრედები გაამოძრაოთ? ყველაზე მარტივი ხერხი ამის გასაკეთებლად თქვენ სმარტფონში სპეციალური აპლიკაციის გადმოწერაა. მათი საშუალებით თქვენ ნებისმიერ ადგილას შეძლებთ გონების გავარჯიშებას. ისინი სპეციალურად აზროვნების განვითარებისთვის, მეხსიერების გაუმჯობესებისა და დეტალებზე დაკვირვებისთვის არის შექმნილი. თანაც ახლა თქვენ უკვე შეგიძლიათ ბევრი საინტერესო და თანაც უფასო ვარიანტის მოძებნა. გთავაზობთ საინტერესო აპლიკაციების ჩამონათვალს, რომელიც თქვენს ყურადღებას ნამდვილად იმსახურებს.
თამაშების სერია Cube Escape
iOS
https://apps.apple.com/ru/developer/rusty-lake/id979777164
Android
https://play.google.com/store/apps/dev?id=5341269538359321555
ამ სერიაში არის 10 თამაში და მათი მოქმედება ერთმანეთთან არის დაკავშირებული. ყოველ მომდევნო საფეხურზე გადასასვლელად რთული თავსატეხების ამოხსნა მოგიწევთ. ამისათვის დაკვირვება და შემოქმედებითი მიდგომა დაგჭირდებათ. ამ თამაშში დეტალებს იმდენად დიდი ყურადღება ეთმობა, რომ მისთვის თავის დანებება ძალიან გაგიჭირდებათ. აპლიკაციის მთავარი სერია არის უფასო, თუმცა მისი თაყვანისმცემლებისთვის დამატებითი ფასიანი თამაშები შეიქმნა.
Elevate — Brain Training Games
iOS
https://apps.apple.com/us/app/elevate-brain-training/id875063456
Android
https://play.google.com/store/apps/details?id=com.wonder&hl=ru
ეს აპლიკაცია განსაკუთრებულად მათ მოეწონებათ, ვინც ინგლისურ ენას სწავლობს, ვინაიდან მასში ბევრი დავალება მეტყველებასთან და წერასთან არის დაკავშირებული. თუმცა საინტერესო ამოცანები სხვებისთვისაც მოიძებნება. სავარჯიშოების ინდივიდუალური პროგრამის მისაღებად, აპლიკაციაში პირველად შესვლისას მოკლე ტესტის გავლა მოგიწევთ. ის მეცადინეობის კალენდრის შედგენისა და შედეგების დეტალური ანალიზის საშუალებას იძლევა.
ნიანგი სვომპი
iOS
Android
https://play.google.com/store/apps/details?id=com.disney.wheresmywater2_goo
Disney-ს მიერ შექმნილი თამაში ჟანრის კლასიკად შეიძლება ჩაითვალოს. ნიანგი სვომპი დაბანას ცდილობს, თუმცა ამისათვის მას წყალი სჭირდება. მოთამაშის მიზანია მისთვის რაც შეიძლება ბევრი წყლის მოგროვება. ამასთანავე, ვიტვიტა იხვებისა და სხვა საგნების აკრეფა. სასიამოვნო გრაფიკა, საინტერესო სიურპრიზები და ამოცანები როგორც დიდებს, ისე პატარებს მოეწონებათ.
ხაზები
iOS
https://apps.apple.com/ru/app/lines-the-game/id904207373
Android
https://play.google.com/store/apps/details?id=com.leodesol.games.linesthegame
ერთი შეხედვით ყველაფერი მარტივადაა: საჭიროა ფიგურაზე წერტილების დასმა, დალოდება როდის დაიჭერს საჭირო ფერი მაქსიმალურად დიდ სივრცეს და სულ ეს არის. სინამდვილეში კი, აპლიკაციის პირველ საფეხურებში, თუნდაც ბრინჯაოს მედლის მისაღებად, ამოცანების გავლა სულ მცირე სამჯერ მოგიწევთ.
ტვინის ტრენერი
Android
https://play.google.com/store/apps/details?id=com.raghu.braingame
ამ აპლიკაციაში მთავარი ძალისხმევა მეხსიერებისა და ყურადღების განვითარებაზეა მიმართული. ამიტომ, თუ ახალი ნაცნობების სახელების დამახსოვრება გიჭირთ, ის თქვენთვის არის შექმნილი. გარდა ამისა, პროგრამა მათემატიკური უნარების განვითარებასა და სწრაფი აზროვნების ჩამოყალიბებაზეა ორიენტირებული. იმისთვის, რომ უკეთესობა იგრძნოთ, დღეში 5-10 წუთი თამაშიც სამკარისია.
The Guides Axiom
iOS
https://apps.apple.com/us/app/the-guides-axiom/id1265157039
Andoid
https://play.google.com/store/apps/details?id=com.kevinbradford.games.axiom
ეს Google-ს ერთ-ერთი საუკეთესო თავსატეხია. ის 100-ზე მეტ ამოცანასა და კოდს მოიცავს, რომელთა ამოხსნა ლოგიკასა და კონცენტრაციას მოითხოვს. გამოიყენეთ უკვე არსებული ცოდნა და თქვენი წარმოსახვის ფარგლებს გასცდით. ამოცანების ამოხსნა არ იქნება მარტივი, თუმცა მათი ამოხსნის პროცესი დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ.
საავრჯიშო ტვინისთვის – მათემატიკური ამოცანები, ფაზლები
iOS
https://apps.apple.com/us/app/quick-brain-math-workout/id1147801802
Android
https://play.google.com/store/apps/details?id=de.softan.brainstorm
ამ აპლიკაციის დახმარებით სწრაფად გამოთვლის უნარს შეიძენთ. რეგულარული ვარჯიში კალკულატორის გარეშე, გონებაში დათვლაში დაგეხმარებათ. ასევე, თქვენი ყურადღება და აზროვნების სიჩქარეც ბევრად გაუმჯობესდება.
Black
iOS
https://apps.apple.com/us/app/black-game/id1436603305
Android
https://play.google.com/store/apps/details?id=air.com.bartbonte.black
ეს ლაკონიური და დახვეწილი დიზაინის მქონე თამაშია. მრავალფეროვნებისთვის, მასში როგორც ჩახლართულ, ისე შედარებით მარტივ ამოცანებს შეხვდებით. მკვეთრი ფერების მოყვარულებისთვის არის ვერსიები წითელ და ყვითელ ფერებში, რომელთაც ასევე ჰქვია: Red და Yellow.
Brain It On! — Physics Puzzles
iOS
https://apps.apple.com/us/app/brain-it-on/id985367692
Android
https://play.google.com/store/apps/details?id=com.orbital.brainiton
ეს თავის ჟანრში ერთ-ერთი საუკეთესო თამაშია. მასში ბევრ საფეხურსა და სახალისო დავალებებს შეხვდებით, რომელთა შესასრულებლად ფიზიკის ცოდნაა საჭირო.
Alto’s Odyssey
iOS
https://apps.apple.com/us/app/altos-odyssey/id1182456409
Android
https://play.google.com/store/apps/details?id=com.noodlecake.altosodyssey
ეს არის ძალიან ლამაზი მედიტატური თამაში, რომელიც რეაქციისა და წვრილი მოტორიკის გაუმჯობესებას ეხმარება. თამაშის მიზანია სირთულეების გადალახვა და პერსონაჟის რაც შეიძლება შორს გაყვანა. საფეხურების გავლასთან ერთად, თამაშში ახალი პერსონაჟები ჩნდებიან, მაგალითად საყვარელი ლამა.
მოამზადა თეა ინაშვილმა