გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მორიგი წარმატება
გამოქვეყნდა Erasmus +-ს ინსტიტუციური განვითარების პროექტების კონკურსის შედეგები, სადაც გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მონაწილეობით დაფინანსდა ორი პროექტი, “მესამე მისიის განვითარება საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში” და “ფსიქოლოგიური მხარდაჭერის ცენტრების შექმნა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში”.
ეს არის გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მესამე პროექტი, რომელიც Erasmus +-ს ინსტიტუციური განვითარების პროექტების კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა.
“ვულოცავთ გორის უნივერსიტეტის ყველა გულშემატკივარს ამ წარმატებას და აგრეთვე, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით საქართველოს ერასმუს +-ს ეროვნულ ოფისს და პარტნიორ უნივერსიტეტებს!”, – ვკითხულობთ უნივერსიტეტის ოფიციალურ გვერდზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული.
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტრენინგების ციკლი გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები იტალიაში გამართულ მე-7 საერთაშორისო საშტატო კვირეულში მონაწილეობდნენ
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი