გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჟან მონეს მოდულის – EUEAA პრეზენტაცია გაიმართა
2020 წლის 20 ნოემბერს, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა ჟან მონეს მოდულის პრეზენტაცია “აღმოაჩინე ევროკავშირი ასოცირების შეთანხმებაში”.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ გორის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა, ქ. გორის მერი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლობა, “ერასმუს+”-ის ეროვნული ოფისის წარმომადგენლობა, უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალი.
პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ გორის უნივერსიტეტს აქვს გამოცდილება “ერასმუს+”-ის პროგრამებში მონაწილეობის, მაგრამ ჟან მონეს საქმიანობების სივრცეში, ეს პირველი მოდულია უნივერსიტეტისათვის, რაც არა მხოლოდ პრესტიჟულია, არამედ, უნივერსიტეტში ევროპული არენის გაძლიერების მნიშვნელოვანი წამოწყებაა.
პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ:
გორის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი; ქ. გორის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილი; საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელი, ნინო სვანაძე; “ერასმუს+”-ის ეროვნული კოორდინატორი, ლიკა ღლონტი; საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზურაბ ზურაბაშვილი; სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის დეკანი მარიკა შერაზადაშვილი; სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი ციური დურული; ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ლევან მიდოდაშვილი.
ეკატერინე ქარდავამ, გორის უნივერსიტეტის პროფესორმა და მოდულის კოორდინატორმა, დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა მოდულის მიზნები, ამოცანები, დაგეგმილი საქმიანობები.
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი „სტუდფესტი 2026“-ის ფარგლებში გამართული კლდეზე ცოცვის ჩემპიონატის გამარჯვებულია
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის დაარსებიდან 5 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და იუსტიციის სახლს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი