GE

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საზეიმო ღონისძიება გაიმართა

მიმდინარე წლის 5 აგვისტოს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საზეიმო ღონისძიება.

შეხვედრა გახსნა გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელმაც სტუდენტებს მიულოცა მათთვის ეს მნიშვნელოვანი დღე და უსურვა წარმატებები კარიერულ და პირად ცხოვრებაში. ისაუბრა მიმდინარე წლის გამოწვევებზე, მადლობა გადაუხადა აკადემიურ პერსონალს, ასევე სტუდენტებს ონლაინ სწავლების პროცესში აქტიურობისა და გაწეული შრომისთვის. კურსდამთავრებულებს ასევე მიესალმა და წარმატებები უსურვა დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა.სიტყვით გამოვიდნენ: ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი ხორბალაძე, რექტორის მოადილე, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი, განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი დავით ჩოჩიშვილი, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი მარიკა შერაზადაშვილი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი იოსებ ალიმბარაშვილი.

გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა წარმატებულ კურსდამთავრებულებს გადასცა წარჩინების სიგელები და საკუთარი ავტორობით გამოცემული მოთხრობების სასაჩუქრე კრებულები.

გამოსაშვებ ღონისძიებას ესწრებოდნენ შიდა ქართლის რეგიონის დამსაქმებლები და წარმომადგენლები სხვადასხვა კომპანიებიდან, სადაც სტაჟირებას გადიან გორის უნივერსიტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები.
აქვე მოეწყო დასაქმების ფორუმი. გორის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს საშულება ჰქონდათ გასაუბრებოდნენ პოტენციურ დამსაქმებლებს.

ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა გორის უნივერსიტეტის ბენდი ნიკო ღვინიაშვილის, ანა შიოშვილისა და სოფო გოგშელიძის მონაწილეობით. საზეიმო ღონისძიების მთავარი სტუმარი, მომღერალი, პროექტ „საქართველოს ვარსკვლავის“ ფინალისტი, თამარ კაკალაშვილი.

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური