გორის სახელმწიფო საწავლო უნივერსიტეტში აბიტურიენტებთან შეხვედრა გაიმართა
გორის სახელმწიფო საწავლო უნივერსიტეტში გაიმართა მორიგი შეხვედრა აბიტურიენტებთან.
შეხვედრა გახსნა და პრეზენტაციას წარუძღვა გორის უნივერსიტეტის პროფესორი ეკა ქარდავა, რომელმაც ისაუბრა გორის უნივერსიტეტის მოკლე ისტორიასა და იმ პროგრამების შესახებ, რომელსაც ახორციელებს უნივერსიტეტი. პროფესორმა ეკა ქარდავამ მსმენელებს დაწვრილებით მიაწოდა ინფორმაცია გაცვლითი პროექტების და იმ აქტივობების შესახებ, რომლებსაც გორის უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს. აბიტურიენტების შეკითხვებს უპასუხა განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათ ფაკულტეტის პროფესორმა ლაურა ელიაურმა.
აბიტურიენტებს მიესალმა, წარმატებები უსურვა და მათ შეკითხვებს უპასუხა გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა.
აბიტურიენტებს შესაძლებლობა ჰქონდა დაეთვალიერებინათ უნივერსიტეტი.
უნივერსიტეტში მოსულმა აბიტურიენტებმა და სტუდენტებმა მოაწყეს ერთობლივი იმპროვიზებული კონცერტი.
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაასტრიხტის უნივერსიტეტის გუნდთან საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის უნივერსიტეტის წარმომადგენლები ჩინეთში, აზიის მეცნიერებათა აკადემიის გენერალურ ასამბლეასა და სამეცნიერო ფორუმში მონაწილეობდნენ
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი