გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2020-2021 სასწავლო წლისათვის აცხადებს მიღებას სამაგისტრო პროგრამებზე
გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 2020-2021 სასწავლო წლისათვის აცხადებს მიღებას შემდეგ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:
- საქართველოს ისტორია
- ქართული სალიტერატურო ენა
- ქართული ლიტერატურა
- ანგლისტიკა
- ბიზნესის ორგანიზაცია და მართვა
- სამართალი
- სასტუმრო მენეჯმენტი
- საჯარო მმართველობა
მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია/საბუთების მიღება – 1- 21 სექტემბერი;
მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ წარსადგენი საბუთების ნუსხა:
ა) განცხადება რექტორის სახელზე (იხ. ფორმა)
ბ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – დიპლომის ასლი (დედნის წარმოდგენით) ან ცნობა აკადემიური ხარისხის/კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე;
გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი;
დ) ორი ფოტოსურათი (3X4) და ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია CD-ზე;
ე) ვაჟებისათვის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ან სამხედრო ბილეთის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ასლი;
ვ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
საბუთების შემოტანა შესაძლებელია, როგორც უნივერსიტეტში (I კორპუსი, გორი, ჭავჭავაძის 53), ასევე ელქტრონული სახით (ელ.ფოსტა: contact@gu.edu.ge)
დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ უნივერსიტეტის ვებგვერდზე.
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში, სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
პროფესიული განათლების ცენტრის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები და პირველკურსელთა მისაღები ღონისძიება გორის უნივერსიტეტში
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში თემაზე – „ქისტები“ საჯარო ლექცია გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი