გორის სახელმწიფო უნივერსიტეტიის ეგიდით სტუდენტური დებატების ჩემპიონატი გაიმართა
12-13 დეკემბერს ორ სესიად გაიმართა სტუდენტური დებატების ჩემპიონატი, რომელიც გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტიის ეგიდითა და ამავე უნივერსიტეტის სტუდენტების – მედეა პავლიაშვილისა და ხატია ხაბაშვილის ჩართულობით განხორციელდა.
“ძალიან საინტერესო იყო თითოეულ მონაწილესთან ერთად მუშაობა და მათთან ერთად ძალიან ბევრი რამის სწავლა. მიხარია, რომ ზოგიერთი მათგანისთვის ჩვენი პროექტი იყო პირველი, რომლის საშუალებითაც დაიწყეს თვითგანვითარებაზე ზრუნვა.
არ შეიძლება არ აღინიშნოს ის ინტერესი და მხარდაჭერა, რაც გორის უნივერსიტეტის ლექტორებმა თუ თანამშრომლებმა გამოხატეს პროექტის მიმართ.
თითოეულ თქვენგანს ძალიან დიდი მადლობა აქტიური ჩართულობისთვი. ფინალი წინ არის და ვიმედოვნებთ, იქაც ჩვენს გვერდით იქნებით”, – აღნიშნა სტუდენტური დებატების ჩემპიონატის მონაწილე მედეა პავლიაშვილმა.
ჩემპიონატზე სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცათ განეხილათ ქვეყანაში არსებული აქტუალური საკითხები და განევითარებინათ ისეთი უნარები, როგორიცაა, ანალიტიკური აზროვნება, გუნდურად მუშაობა და სხვ.
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში კონკურსის – „სასწავლო-საგანმანათლებლო რესურსები: ინოვაცია და ეფექტურობა თანამედროვე სწავლებაში“ გამარჯვებულები დააჯილდოეს
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის „იდეიდან ბიზნესამდე“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული საარქივო დოკუმენტების ტრანსკრიფციის კონკურსი გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი